Vano Didberidze

fullDate

გერმანული კოპმანია KNAUF - ზრუნვა თანამშრომლების უსაფრთხოებაზე

გერმანული კომპანია "KNAUF"-ის თბილისის თაბაშირ-მუყაოს საწარმოში შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა დაინერგა.

"ISO Consulting"-ის მიერ განხორციელდა საკონსულტაციო მომსახურების პროექტი და ტრენინგები OHSAS 18001:2007 საერთაშორისო სტანდარტის მოთხვნების შესაბამისად შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის შესამუშავებლად და დასანერგად.

OHSAS 18001:2007 საერთშორისო სტანდარტთან შესაბამისობა დადასტურებულ იქნა ბრიტანული საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანო "Lloyd's"-ის მიერ. სტანდარტთან შესაბამისობით "KNAUF Gips Tbilisi"-ის მენეჯმენტმა დემონტრირება მოახდინა მათი ვალდებულებისა შექმნან თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე.

ISO Consulting ულოცავს "KNAUF Gips Tbilisi"-ს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის საუკეთესო თანამშრომლობისთვის.

    72
    0