Vano Didberidze

fullDate

USAID/REAP და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტი

ISO Consulting შეირჩა HACCP-ის ტრენინგების მიმწოდებლად, რომელიც განხორციელდა სსიპ "სურსათის ეროვნულ სააგენტოსა" და USAID-ის "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ეფექტიანობის აღდგენის პროექტის" (REAP) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში.

ტრენინგები ჩატარდა დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს-ოპერატორებისთვის 3 ქალაქში (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) და თბილისში, სულ ტრენინგებს დაესწრო 53 მონაწილე სხვადასხვა რაიონიდან.

სატრენინგო მასალები ადაპტირებული იყო სასაკლაოების ოპერირების პროცესებზე, რაც შედეგიანი გამოდგა მონაწილეებისთვის და დასტურდება მათ მიერ მიღებული მაღალი შეფასებით. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს ტრენინგის შეფასების ფურცლებიდან:

ი/მ გელა ლატარია, ზუგდიდი - "ძალიან კარგი ტრენინგი იყო. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, თუ შესაძლებელი იქნება კიდევ მოგვეცით საშუალება მივიღოთ ასეთი განათლება."

ბესიკი ლორია, ზუგდიდი - "ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და კარგი. მასალები არაჩვეულებრივი, ჩვენთვის მარტივად გასაგები.".

ი/მ ივერი ზოსიძე, ბათუმი, სოფელი ოქროფილაური - "განსაკუთრებით მომეწონა ტრენერების არაჩვეულებრივი, დამაჯერებელი გადმოცემის უნარი. ტრენინგის მასალები არის არაჩვეულებრივი. გმადლობთ ასეთი ტრენინგის ორგანიზებისთვის".

ანდრო გვენეტაძე, შპს "ნიკორა2015", ქუთაისი - "ტრენერებს აქვთ ძალიან კარგი გადმოცემის სტილი. პირადად აღფრთოვანებული ვარ. კარგი იქნებოდა ეს ტრენინგი უფრო ადრე ჩატარებულიყო. დიდი სიამოვნებით დავესწრებოდით სხვა ტრენინგებს".

ეკატერინე ტურიაშვილი, ბაღდათის ცხოველთა სასაკლაო - "ძალიან მომეწონა ტრენინგის შინაარსი და ტრენერების გადმოცემის უნარი. ეს ტრენინგი მანამდე უნდა ჩატარებულიყო, სანამ HACCP სისტემა ჩვენთვის გახდებოდა სავალდებულო".

ISO Consulting მადლობას უხდის მონაწილეებს აქტიურობისათვის.

ჩვენ განვაგრძობთ HACCP სისტემის ტრენინგების მიწოდებას სასურსათო ჯაჭვის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემების განვითარებას და ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებას.

    59
    0