ISO Consulting Blog

fullDate

COVID 19 და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

post.update-date

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს, ყოველწიურად ქმნის ახალ და ახალ სტანდარტებს, რომელთა მიზანია მსოფლიო გახადოს უფრო მეტად ეფექტური, დაცული და უკეთესი. თუმცა COVID 19-ის პანდემიამ კაცობრიობა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, გაჩერდა ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო, დიდი ზარალი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ნელ-ნელა ეჩვევა ცხოვრების ახალ წესს, განიცდის ადაპტაციას შექმნილ სიტუაციასთან და პოულობს მისი დაძლევს ახალ გზებს. საინტერესოა როგორ ებრძვის აღნიშნულ გამოწვევებს სტანტარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია?

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ოგანიზაციის შემადგენლობაში შედის 300-ზე მეტი კომიტეტი, რომლებიც დაკომპლექტებულნი არიან გამოცდილი ექსპერტებით მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან. წლების განმავლობაში ორგანიზაციას შემუშავებული აქვს 23 000 სტანდარტზე მეტი, რომელთა რიგებს ყოველწლიურად ემატება ახალი სტანდარტები და ნახლდება ძველები. როგორც უკვე აღინიშნა, ამ სტანდარტებს მსოფლიო განვითარებაში უდიდესი როლი შეაქვს, ამიტომაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მთლიანად ელექტონულ ფორმატში გადავიდა და ონლაინში განაგრძო სტანდარტებზე მუშაობა, ყოველდღიურ რეჟიმში ასობით ონლაინ შეხვედრა მიმდინარეობს კომიტეტებს შორის.

საბოლოო ჯამში პანდემიამ არათუ შეაფერხა ორგანიზაციის მუშაობა, არამედ უფრო მობილური და სწრაფი გახადა, რადგან ახლა უკვე ნებისმიერი კონტინენტიდანაა შესაძლებელი ონლაინ ჩართვა და მუშაობა, რითიც უამრავი დრო და სახსრები იზოგება. ამრიგად, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განაგრძობს მნიშვნელოვანი და საჭირო სტანდარტების შემუშავებას.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    18
    0