ISO Consulting Blog

fullDate

GLOBAL G.A.P. პროექტი - "FKP Group"

ISO Consulting-სა და კომპანია "FKP GROUP"-ს გრუპს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჩვენი კონსულტანტები ირანში, ქ. თეირანში განახორციელებენ GLOBALG.A.P.-ის საკონსულტაციო მომსახურებას.

პროექტი აღსანიშნავია იმით, რომ ეს არის ჩვენს მიერ სერვისის ექსპორტზე მიწოდების პირველი პრეცედენტი.

პროექტის ფარგლებში ISO Consulting-ის გამოცდილი კონსულტანტები "FKP Group"-ს გაუწევენ საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს GLOBAG.A.P.-ის სისტემის შესამუშავებლად და დასანერგად.

"FKP Group" დაფუძნდა 2015 წელს, ქ. თეირანში. კომპანიის მიმართულებაა აგრობიზნესი და მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებას მსოფლიოს მასშტაბით. დღეისათვის კომპანიას ათვისებული აქვს 15 ჰა სათბურები, სადაც მოყავს სხვადასხვა ბოსტნეული. კომპანიის გრძელვადიან გეგმებშია ღია გრუნტში ხეხილის ბაღების განაშენიანება.

ISO Consulting - Professionals for professionals

    85
    0