ISO Consulting Blog

fullDate

ISO 14055-1:2017 სტანდარტი ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ

post.update-date

უახლესი მონაცემებით დედამიწის მოსახლეობა 7.7 მილიარდ ადამიანს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება. ამავე დროს, იზრდება მსოფლიო ეკონომიკა და მოთხოვნა სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებზე. ყოველივე ეს კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას - განსაკუთრებით ნიადაგს, რადგან ქარსაცავი ზოლებისა თუ ხეების უკონტროლო ჭრა, ხელს უწყობს ნიადაგის ქარისმიერ ეროზიას, რაც საბოლოოდ ნიადაგის ნაყოფიერებას მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ქარისმიერი ეროზიისა, ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებაზე კიდევ უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. აღნიშნულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ ამჟამად დედამიწის ნიადაგის მესამედი უკვე დეგრადირებულია და ეს პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს. როგორ უნდა გაუმკლავდეს მსოფლიო ამ გამოწვევას?

რატომ არის საშიში ნიადაგის დეგრადაცია?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა დედამიწის რესურსებზე, მათ შორის საკვებ რესურსებზე, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ნიადაგს და ამცირებს მის ნაყოფიერებას. ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებამ კი შესაძლოა მსოფლიოში შიმშილობის დონე მნიშვნელოვნად გაზარდოს. უახლესი მონაცემებით, 2020 წლიდან დღემდე 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა შიმშილობის გამო, რაც საგანგაშო რიცხვია.

ნიადაგის დეგრადაციის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • რელიეფი;

  • კლიმატი;

  • მცენარეული საფარის არარსებობა;

  • ნიადაგის ხასიათი / შემადგენლობა და სხვა.

ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევი ფაქტორები კი შემდეგია:

  • ნიადაგის არამდგრადი (ხშირი, არასწორი) დამუშავება;

  • საძოვრებზე არამდგრადი ძოვება;

  • საძოვრებისა და სასოფლოსამეურნეო სავარგულების გადაწვა;

  • ეროზია;

  • დასახლებების ქაოტური მშენებლობა;

  • პესტიციდებისა და სასუქების ინტენსიური გამოყენება და სხვა.

ISO 14055-1:2017 სტანდარტი

სწორედ აღნიშნული სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა სტანდარტი ISO 14055-1:2017, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით ნიადაგის დეგრადაციის ტემპის მინიმუმამდე დაყვანა, ასევე უკვე დეგრადირებული ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება და ა.შ.

სტანდარტი შემუშავებულია მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომიტეტის მიერ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების გეგმის 15-ე მიზანთან.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    64
    0