ISO Consulting Blog

fullDate

ISO 17757 - ავტომატურად მმართვადი ავტოტრანსპორტი

post.update-date

ალბათ ხშირად გინახავთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ავტომობილები, რომლებიც კომპიუტერის დახმარებით გადაადგილდებიან და სულაც არაა საჭირო ადამიანის ჩარევა მის სამართავად. სინამდვილეში ეს სულაც აღარაა ფანტასტიკის სფერო, რადგან მრავალი კომპანია, ისეთები როგორიცაა "ტესლა" , "ჰიუნდაი" და მრავალი სხვა, უკვე მუშაობენ ავტომატურად მმართვადი ავტომობილის შექმნაზე, უკვე არსებობს სატესტო მოდელები, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად სწაფად ვითარდება ტექნოლოგიები, ასეთი ავტომობილების სერიული წარმოებისგან შორს სულაც აღარ ვართ. თუმცა ასრსებობს მრავალი გამოწვევა, რომელთაგან უმთავრესი უსაფრთხოებაა. სწორედ ამ უკანასკნელზე დაიწყო მუშაობა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და შეიმუშავა სტანდარტი - ISO 17757.

რა უპირატესობები აქვს ავტომატურად მმართვად ტრანსპორტს? პირველ რიგში გამორიცხულია ადამიანური შეცდომის ალბათობა, არის უფრო უსაფრთხო და მოქნილი. მაგალითად, კომერციულ თვითფრინავებში უკვე დანერგილია ეს სისტემა. გარკვეულ სიმაღლეზე ასვლის შემდგომ ირთვება ავტოპილოტი და ამ დროს პილოტების ჩართულობა ფრენისას მინიმალურია. რაც შეეხება თვითმფრინავის აფრენას და დაჯდომას, მასზე პასუხისმგებლები უშუალოდ პილოტები არიან.

რას იტყვით რომ მსგავსი სისტემა დაინერგოს მაღაროებში? სამთომომპოვებელი მრეწველობის დროს შეცდომისგან დაზღვეული არცერთი დასაქმებული არაა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ რამდენად ექსტრემალურ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა, ერთი პატარა გადაცდომაც კი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. სწორედ ამ პრობლემას ეხება ISO 17757, რომელის მთავარი მიზანია შეიმუშავოს ავტომატურად და ნახევრად ავტომატურად მმართვადი ტრანსპორტის უსაფრთხოების სისტემა. სტანდარტის დანერგვით სამთომომპოვებელი მრეწველობა გახდება უფრო მეტად ავტომატიზირებული და ფატალური შემთხვევების რისკიც მნიშვნელოვნად შემცირდება.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    18
    0