ISO Consulting Blog

fullDate

ISO 22095 - მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გარანტი

ყოველდღიურად მსოფლიოში მილიონობით სახის საქონელი იწარმოება, იქნება ეს სურსათი, საოფისე ტექნიკა, ავეჯი სახლისთვის, ავტომობილები თუ სხვა. ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი ყიდულობს სხვადასხვა სახის ნაწარმს, დადის საყიდლებზე, მოლებსა თუ პატარა მაღაზიებში, ყიდულობს ონლაინ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმების მეშვეობით, გამოთვქვამს უკმაყოფილებას პროდუქციის ხარისხზე ან პირიქით, ძალიან კმაყოფილია, ესწრება ახალი ჭკვიანი მოწყობილობების პრეზენტაციებს და ა.შ. ეს ყველაფერი უზარმზარ მასშტაბებს აღწევს, რომელსაც შესაბამისი კოორდინაცია და მომზადება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ბაზარზე ქაოსი გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვი იყოს ეფექტური და მოწესრიგებული.

როგორც უკვე ავღნიშნეთ მიწოდების ჯაჭვის გამართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც მისი ეფექტურობა ახალ საფეხურზე აინაცვლებს. სწორედ ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO) რომელმაც შეიმუშავა ახალი ISO 22095 საერთაშორისო სტანდარტი, რომლის დახმარებითაც მიწოდების ჯაჭვში ჩაბმულ კომპანიებს შეეძლებათ შეამცირონ ხარჯები, გამოასწორონ ხარვეზები და იმუშაონ გაცილებით უფრო ეფექტურად. აღნიშნული სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის ნებისმიერ ორგანიზაციასთან განურჩევლათ საქმიანობის სფეროსა თუ კომპანიის ზომისა. ამასთან ერთად, ISO 22095 სტანდარტის დახმარებით შესაძლებელი გახდება მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც მიწოდების ჯაჭვში არიან ჩაბმულები, ბევრად გაუადვილდეთ ერთმანეთთან მუშაობა, რადგან აღნიშნული სტანდარტი მათ აძლევს საშუალებას ერთ ენაზე "იმეტყველონ". ხოლო, სხვადასვა კომპანიისთვის ასეთი ტიპის თანამშრომლობა, ჩართულობა და ეფექტური ოპერირება ბაზრებზე უამრავ ბენეფიტს შექმნის, როგორიცაა მასშტაბის ეკონომია ან თუნდაც სინერგიის ეფექტი.

ISO 22095 სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/PC 308 ტექნიკური კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 სტანდარტი, თუმცა ამჟამად კომიტეტი აქტიურად მუშაობს ახალ სტანდარტებზე.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    128
    0