ISO Consulting Blog

fullDate

ISO 29400 სტანდარტი და ქარის ენერგია

post.update-date

განახლებადი ენერგიის ათვისება არასდროს ყოფილა ისეთი საჭირო, როგორც ახლა, თანამედროვე დროში, რადგან მსოფლიო მასშტაბით ძალიან სწრაფად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, ასევე იზრდება ცხოვრების სტანდარტები და წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ენერგიას მოვიხმართ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ერთი რამ ნათელია: განახლებადი ენერგიის გარეშე მომავალში კაცობრიობა ვერ გადარჩება, რადგან დედამიწის რესურსები ამოწურვადია, ხოლო განახლებადი ენერგია, მათ შორის ქარის ენერგია, ამოუწურავია. ამიტომაც აუცილებელია განახლებადი ენერგიის დარგის განვითარება.

ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, დემოგრაფი და ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი თვლიდა, რომ კაცობრიობას განადგურება ემუქრებოდა, რადგან მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო არსებობის საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით (მოსახლეობის ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებს საარსებო საშუალებების ზრდის ტემპს), ამავე დროს, დედამიწის ზოგიერთი რესურსი ამოწურვადია. საბედნიეროდ მალთუსის პროგნოზი არ გამართლდა, რადგან კაცობრიობამ ისწავლა არამარტო ენერგიის ეფექტურად გამოყენება, არამედ ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება.

ქარის ენერგიას ადამიანები აქტიურად იყენებდნენ ნაოსნობისთვის და ქარის წისქვილების ფუქციონირებისთვის. მაგალითად, ქარის პირველი წისქვილი 4 000 წლის წინ აიგო. XIX საუკუნეში ქარის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო. პირველი სადგური ოჰაიოში 1888 წელს გაიხსნა. ასევე აღსანიშნავია დანიის მაგალითი. დღესდღეისობით ქვეყანა მთლიანი ელექტროენერგიის 50% -ს სწორედ ქარის სადგურებიდან იღებს.

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური 2016 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 20.6 მეგავატია, ხოლო გამომუშავება 84.1 მილიონი კვტ/სთ, რაც 18 000 ოჯახის ელქტრომომარაგებას ნიშნავს.

სწორედ ამიტომ, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის განმავლობაში ამ მხრივ შეუმუშავებია მრავალი სტანდარტი, რომელთა წვლილი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის განვითარებისთვის ფასდაუდებელია. ამ სტანდარტებს შორისაა ახალი ISO 29400 სტანდარტიც, რომელიც დაეხმარება ქარის ენერგიის სადგურებს უფრო უკეთ განვითარებაში, უკეთესი მენეჯმენტის სისტემის დანერგვით. აღნიშნული სტანდარტი სპეციალიზებულია ისეთი ქარის სადგურებისთვის, რომელიც მდებარეობენ ღია ზღვაში.

აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული კომიტეტის მიერ.

*ღია ზღვაში მდებარე ქარის სადგური, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი სანახავია. (ფოტო:European MSP platform)


ISO Consulting - Professionals for Professionals

    109
    0