ISO Consulting Blog

fullDate

ISO 29991 - აქცენტი ხარისხზე

post.update-date

მსოფლიოში შვიდი ათაზე მეტი ენა არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, ხოლო ზოგიერთზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი საუბრობს. თუმცა, იმისთვის, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და წინ წავიდეს, აუცილებელია ადამიანებმა მარტივად აითვისონ ენები, რადგან სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს მხატვრული ლიტერატურა, მეცნიერული ნაშრომები, მეცნიერული სტატიები და სხვა. ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს იმას, რომ ცოდნა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ენაზე მეტყველებს ესა თუ ის ადამიანი. განვითარებული მსოფლიოს აშენება ხომ მხოლოდ განათლებულ ადამიანს სძალუძს?

წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც უამრავი სამეცნიერო ნაშრომი თუ მხატვრული ლიტერატურა არაა თარგმნილი სხვადასხვა ენაზე. მაგალითად, მსოფლიომ არაფერი იცის ალბერტ აინშტაინის "ფარდობითობის თეორიაზე", არც ისააკ ნიუტონის ნაშრომებზე სმენია ვინმეს რამე, ხალხის ფართო მასებმა არ იცის ვინ იყო ნიკოლოზ კოპერნიკი ან რა მეცნიერულ ცდებს ატარებდა გალილეო გალილეი ქალაქ პიზაში, მსოფლიო სალიტერატურო პლეადაში არ გამოჩენილა ოსკარ ვაილდის, ფიოდორ დოსტოევსკისა თუ ვიქტორ ჰიუგოს ბრწყინვალე ნამუშევრები. ალბათ ყველა დაგვეთანხმებით, რომ ასეთი მსოფლიო გაცილებით უკან იქნებოდა, როგორც მეცნიერული, ასევე სულიერი განვითარებით, რადგან წიგნი ხომ ადამიანის შინაგანი "მეს" საზრდოა, ხოლო მეცნიერული ნაშრომები კი გვიბიძგებს ახალ-ახალი აღმოჩენებისა თუ კვლევებისკენ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ენების შესწავლის სერვისს ახალ საფეხურზე აიყვანს განვითარების მხრივ. სწორედ ასეთ სტანდარტს წარმოადგენს ISO 29991, რომელიც აძლევს მითითებებს ისეთი ტიპის ორგანიზაციებს, რომლებიც სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს ენების შემსწავლელ სერვისებს. ამ მითითებებისა თუ მოთხოვნების წყალობით კი აღნიშნული სერვისის ხარისხის დონე გაცილებით უმჯობესდება, ხოლო ჩინეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოს წევრის ჩენგ იონგჰონგის (Cheng Yonghong) განცხადებით, რომელიც აქტიურად მუშაობდა აღნიშნულ სტანდარტზე, ISO 29991 აერთიანებს მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას, რომელიც მსოფლიომ დააგროვა ენების შესწავლის, ლინგვისტიკასა თუ ტექნოლოგიების სფეროში.

აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 232 კომიტეტის მიერ, რომელიც მუშაობს განათლების სერვისების გაუმჯობესებაზე. აღნიშნულ კომიტეტს არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 4 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 2 ახალ საერთაშორისო სტანდარზე მუშაობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    51
    0