ISO Consulting Blog

fullDate

ISO 35001 - ახალი სიტყვა ბიოლოგიური რისკების მენეჯმენტში

post.update-date

მსოფლიო მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ბიოლოგიური ლაბორატორიის მიზანი ადამიანთა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაციაა. ასევე, ხშირად ასეთი ტიპის დაწესებულებებში განლაგებულია გასაკუთრებით საშიში პათოგენების საცავი და იქ დასაქმებულ პერსონალს პრაქტიკულად მათ გვერდით უწევს მუშაობა.

ცხადია, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული საფრთხეები და გამოწვევები - მცირედმა გადაცდომამაც კი შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასე რომ, როდესაც საქმე საშიშ პათოგენების ინდენტიფიკაციასა და გამოკვლევებთან გვაქვს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო.

სწორედ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი სტანდარტი - ISO 35001, რომლის ძურითადი დანიშნულებაა ბიოლოგიურ ლაბორატორიებში რისკების მენეჯმენტის სისტემის დანერგვაა. ამ სტანდარტის საშუალებით შესაძლებელია პოტენციური რისკების მონიტორინგი, გამოვლენა და კონტროლი, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მათი მინიმიზაცია.

ვინ შეიმუშავა სტანდარტი?

სტანდარტი შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კომიტეტის - ISO/TC 212 მიერ, რომელსაც ამ სტანდარტის გარდა შემუშავებული აქვს კიდევ 38 სტანდარტი და ამჟამად მუშაობს 21 ახალი სტანდარტის შემუშავებაზე. კომიტეტის შემადგენლობაში შედის მსოფლიოს 44 ქვეყნის წარმომადგენლობა.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    28
    0