ISO Consulting Blog

fullDate

ISO 44001 - ბიზნეს თანამშრომლობის ახალი საფეხური

post.update-date

დღევანდელ საბაზრო სივრცეში გამძაფრებული კონკურენციის ფონზე მრავალი კომპანია იბრძვის გადარჩენისთვის. ამისთვის კომპანიები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ: ზოგი აძლიერებს მარკეტინგულ საქმიანობას, ზოგი ცდილობს შექმნას ინოვაციები, ზოგიც გამოსავალს სხვა დიდ კომპანიასთან შერწყმაში ხედავს, ზოგიერთნი კი დროებით ერთიანდებიან და საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობენ, რათა გაერთიანებული ძალებით უკეთ გაუმკლავდნენ გამოწვევებს. სწორედ ამ უკანასკელზე ახდენს ფოკუსირებას ახალი საერთაშორისო სტანდარტი ISO 44001, რომლის მთავარი მიზანიც ბიზნეს კომპანიების კოლაბორაციის ახალ საფეხურზე აყვანაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია უკიდურესად გამძაფრებულია. ყოველი 10 ახლადშექმნილი კომპანიიდან გრძელვადიან პერიოდში გადარჩენის შანსი მხოლოდ ორს აქვს. სწორედ ამიტომ, კომპანიებს შორის თანამშრომლობა, ძალების გაერთიანება და საერთო გამოწვევებზე მუშაობა ზოგიერთისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ბიზნეს კოლაბორაციის მთავარი უპირატესობა ინტელექტუალური თუ მატერიალური რესურსების გაერთიანება, ხარჯების შემცირება და უფრო ეფექტურად მუშაობაა. თუმცა, ასეთი ტიპის თანამშრომლობას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება დროში იწელება, შეიძლება სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს შორის წარმოიქმნას უთანხმოება და ასე შემდეგ. ასევე, პრობლემა შეიძლება იყოს ისიც, რომ კომპანიები წარმოების სხვადასხვა დონეზე იმყოფებოდნენ ან საქმიანობდნენ სხვადასხვა სფეროში.

მიუხედავად ზემოთხსენებული პრობლემებისა, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი სტანდარტი - ISO 44001, რომელიც სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და მისცემს მათ შესაძლებლობას უკეთ გაუმკლავდნენ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა გამოწვევას. ამ სტანდარტის დახმარებით შესაძლებელია თანამშრომლობის დროს არსებული დაბრკოლებები მარტივად აღმოიფხვრას და ურთიერთთანამშრომლობის მარგი ქმედების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    28
    0