ISO Consulting Blog

fullDate

ISO 46001 - წყლის ეფექტურად მოხმარების შესაძლებლობა

post.update-date

წყალი დედამიწის უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელიც მას უამრავი პლანეტისგან გამოარჩევს. ამავდროულად, წყლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ აღმოცენდებოდა. შესაბამისად, სასმელი წყლის ეფექტურად მოხმარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან დედამიწაზე არსებული წყლის უდიდესი ნაწილი თავმოყრილი (97.5%) მლაშეა და მსოფლიო ოკეანეშია, ხოლო დარჩენილი მტკნარი წყლის დიდი ნაწილი, რომელიც სასმელად ვარგისია, ყინულის სახითაა წარმოდგენილი. გამოდის, რომ დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 0.3% არის სასმელად ვარგისი. ყოველივე აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიოში და შესაბამისად წყლის რესურსებზე მოთხოვნის დონე, წყლის არაეფექტურად მოხმარების შემთხვევაში შესაძლოა მსოფლიო სასმელი წყლის დეფიციტმა მოიცვას და ეს პრობლემა საკმაოდ მასშტაბური იყოს.

არსებობს კი ამ სიტუაციიდან გამოსავალი?

გამოსავალი ნამდვილად არსებობს და აღნიშნულ პრობლემაზე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ დამოუკიდებელი ექსპერტი მუშაობს. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშოიროს ორგანიზაციაც, რომელმაც შეიმუშავა ახალი სტანდარტი - ISO 46001. აღნიშნული სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანთან - წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა.

ISO 46001 საშუალებას გვაძლევს მოვიხმაროთ წყალი გაცილებით ეფექტურად და არ მოხდეს მისი უაზროდ გაფლანგვა. წყლის ეფექტური მოხმარებით კი შეგვეძლება თავიდან ავირიდოთ მომავალში სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე, რომელიც თავის მხრივ კიდევ უამრავ პრობლემას აგვარიდებს თავიდან, როგორიცაა: ანტისანიტარია, დაავადებები და სხვა. უახლესი მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 4500 ბავში იღუპება სასმელი წყლის დეფიციტის გამო, რომელთაგან უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები დადიან, ასევე გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.

წყლის ეფექტურად მოხმარების სისტემა პირველად სინგაპურში დაინერგა და დიდი წარმატებითაც იმუშავა. სინგაპურის წყლის ეროვნული სააგენტოს მთავარი ინჟინრის, ქალბატონ ვონგ ვაი ჩენგის განცხადებით, წყლის ეფექტური მოხმარება სინგაპურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანა ამ სისტემის წყალობით დიდ სარგებელს ნახულობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    68
    0