ISO Consulting Blog

fullDate

ISO/TS 26030 - სოციალური პასუხისმგებლობის დონე სასურსათო ჯაჭვში ჩართული კომპანიებისთვის

post.update-date

სანამ სურსათი თქვენს თეფშზე მოხვდება, ის სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას გადის, რა დროსაც შესაძლოა მოხდეს მისი დაბინძურება ან შენახვის პირობების დარღვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 10 ადამიანიდან 1 (700 მილიონზე მეტი ადამიანი) სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ამაღლდეს სასურსათო ჯაჭვში ჩაბმული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის დონე, რომლის საშუალებასაც ახალი ტექნიკური სპეციფიკაცია - ISO/TS 26030:2019 გვაძლევს.

სასურსათო ჯაჭვში შესაძლოა მრავალი კომპანია იყოს ჩაბმული, მათ შორის ფერმები, საცალო მოვაჭრეები, სადისტრიბუციო და გადამზიდავი კომპანიები და სხვ. თუ რომელიმე მათგანმა დაარღვევს სურსათის შენახვის პირობებს, შესაბამისად სურსათისმიერი მოწამვლისა თუ დაავადებების რისკი მკვეთრად მოიმატებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ახალი ტექნიკური სპეციფიკაცია ISO/TS 26030, საშუალებას აძლევს სასურსათო ჯაჭვში ჩართულ ნებისმიერ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი ზომისა თუ სამუშაო პროფილისა, კარგად გაიაზრონ, თუ რა სოციალური პასუხისმგებლობა აკისრიათ მოსახლეობის წინაშე.

ტექნიკური სპეციფიკაცია შემუშავდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO/TC 34 კომიტეტის მიერ. აღნიშნული კომიტეტი ჯერ კიდევ 1947 წელს შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში 800-ზე მეტი ISO სტანდარტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სურსათის უვნებლობას უკავშირდება.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    44
    0