ISO Consulting Blog

fullDate

ISO და IFRS ითანამშრომლებენ მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად

post.update-date

2023 წლის დეკემბერში სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა (ISO) და ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო ფონდს (IFRS) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიზანია მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპების შესრულების ტემპის დაჩქარება და ამ მხრივ ინფორმაციის გამჭირვალეობა.

ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო ფონდი 1973 წელს ლონდონში, გაეროს ეგიდით ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო იმდროინდელ მსოფლიოში არსებული ბუღალტრული სააღრიცხვო მიდგომებისა და წესების შესწავლა და მათგან საუკეთესოს გამოცემა როგორც საერთაშორისო სტანდარტი. 1975 წელს ორგანიზაციამ პირველი საერთაშორისო სტანდარტი გამოსცა და დღემდე ფინანსურ სფეროში უამრავი სტანდარტი აქვს შემუშავებული. დღეს-დღეისობით, აღნიშნული ორგანიზაციის სტანდარტების გამოყენება ევალება გაეროს წევრ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებზე 2001 წელს გადავიდა.

2021 წელს გლაზგოში გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე IFRS-მა დაანონსა საერთაშორისო მდრადი განვითარების სტანდარტების ბორდის (ISSB) შექმნა. აღნიშნული ბორდი უკვე შეუდგა საქმიანობას და შეიმუშავა 2 საერთაშორისო სტანდარტი: IFRS S1 და IFRS S2. გარდა IFRS-ისა, მდგრადი განვითარების პრინციპები და მათი შესრულება ISO-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მიიღეს ორგანიზაციებმა თანამშრომლობის გადაწყვეტილება.

ISO 14001:2015 საერთაშორისო სტანდარტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების პრონციპების შესრულებას და ამავდროულად კომპანიას აძლევს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციად პოზიციონირების საშალებას. ისო 14001:2015 წარმოადგენს ინტეგრირებულ მიდგომას გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართ. სტანდარტის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ შეამციროთ თქვენი საქმიანობით გარემოზე ზემოქმედება, დააკმაყოფილოთ საკანონმდებლო მოთხოვნები და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.

LRQA-ს განახლებული და შედეგიანი ტრენინგის პროგრამების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ისო 14001:2015 სტანდარტის განახლებულ მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    46
    0