ISO Consulting Blog

fullDate

ISO სტანდარტები და ეკონომიკური ზრდა

post.update-date

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. დაზარალდა ეკონომიკის მრავალი დარგი. 2020 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშნელოვნად გადაასწრო 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მასშტაბებს. ცხადია, საჭიროა არსებობდეს ისეთი გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს და სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა. თუმცა არსებობს კი ასეთი გეგმა? რა ქმედითი მექანიზმები აქვს მსოფლიოს ხელთ?

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 117 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აღიცხული. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეალური ვითარება უფრო მძიმეა ვიდრე ოფიციალური ინფორმაცია - ბევრია დაინფიცირების ისეთი შემთხვევა, რომელიც არაა ოფიციალური წყაროების მიერ დადასტურებული, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. თუმცა, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ტედროს ადანომ გაბრეისუსს დავუჯერებთ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ის უფრო და უფრო კაშკაშა ხდება. ცხადია ჯანმოს ხელმღვანელი ვაქცინას გულისხმობდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო და რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უკვე გაიკეთა ვაქცინა. მალე საქართველოც ამ ქვეყანათა ჩამონათვალს შეუერთდება. სწორედ ვაქცინაცია უნდა გახდეს პანდემიის დამარცხების გზაზე გარდამტეხი მომენტი, რომლის დახმარებითაც მსოფლიოს მიეცემა საშუალება გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს და მიიყვანოს ბრძოლა გამარჯვებამდე.

საბოლოოდ, პანდემიის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო ბევრი საქმე გამოუჩნდება მსოფლიოს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკის ნიშნულები კვლავ უნდა დაუბრუნდეს პანდემიამდელ პერიოდს. ცხადია ეს არ იქნება მარტივი, პირიქით, მოგვიწევს რთულ გამოწვევებს შესაბამისად დავუპირისპირდეთ, თუმცა როდესაც ამ პრობლემის გადაჭირის გზებზე მრავალი ჭკვიანი ადამიანი და საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, კრიზისიც დაძლევის გზებიც აღარ მოგვეჩვენება ბუნდოვნად, ხოლო გვირაბის ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება სინათლე.

ამ გზაზე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და საერთაშორისო სტანდარტებს უდიდესი როლი აკისრიათ, რადგან სტანდარტები თამაშობენ უდიდეს როლს ეკონომიკურ ზრდაში. ამას ადასტურებს მრავალი კვლევა. მაგალითად, სკანდინავიურ ქვეყნებსა და გაერთიანებულ სამეფოში ISO სტანდარტებმა წვლილი შეიტანეს ეკონომიკის ზრდის 28%-ში. მეტიც, საფრანგეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ გამოკითხული სხვადასხვა საქმიანობის სფეროს ორგანიზაციებიდან 66%-მა განაცხადა, რომ სტანდარტების დახმარებით მნიშვნელოვნად გაზარდეს მოგება. ასევე, გამოკითხული ორგანიზაციების 70%-მდე განაცხადა, რომ სტანდარტები ეხმარებიან მათ ბიზნეს საქმიანობაში.

საბოლოო ჯამში, საერთაშორისო სტანდარტებს შეუძლიათ დიდი როლი შეასრულონ მსოფლიოს კეთილდღეობის ზრდაში. ამავე დროს, მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ სტანდარტები ხელს უწყობენ არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ მომხმარებელთა უფლებებისა თუ ჯამრთელობის დაცვას.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    43
    0