ISO Consulting Blog

fullDate

ISO სტანდარტი ურბანული მდგრადი განვითარების შესახებ

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად ურბანიზაციის დონე მთელ მსოფლიოში რეკორდული სიჩქარით იზრდება. უახლესი მონაცემებით, ყველაზე დიდ 600 ქალაქში მსოფლიოს მოსახლეობის 20% ცხოვრობს. ამავდროულად, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60% სწორედ ამ ქალაქებში იწარმოება. ასევე, 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 68% ქალაქის მაცხოვრებელი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, 2018 წლის მონაცემებით საქართველოში ურბანიზაციის დონე 58% -ია და წლიდან წლამდე ეს რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. არსებობენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც ურბანიზაციის დონე 100% -ია, მაგალითად: მონაკო, ქუვეითი. ასევე მაღალია ურბანიზაციის დონე ბელგიაში (98%) ურუგვაიში (95%) ყველაზე დაბალი ურბანიზაციის დონე გვხდება აფრიკულ სახელმწიფო ბურუნდიში (მხოლოდ 13%), თუმცა აქაც ნელ-ნელა იმატებს ეს მაჩვენებელი.


 
რატომაა საჭირო ურბანული მდგრადი განვითარება?
 

 

 
მსოფლიო მოსახლეობის რეკორდული მატების გამო, ქალაქები განუწყვეტლივ იზრდებიან ზომაში, შენდება უამრავი საცხოვრებელი კორპუსი. საქართველოში ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში. აქედან გამომდინარე, საჭიროა სწორი ურბანული დაგეგმარება, რათა არ მოხდეს ქალაქების ქაოტური განაშენიანება, რომელიც კიდევ უამრავ პრობლემას წამოჭრის. ასევე გასათვალისწინებელია მსოფლიო კლიმატის ცვლილება, რასაც ქალაქები მომზადებულები უნდა შეხვდნენ. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით ბუნებრივი კატაკლიზმების გამო 17 მილიონმა ადამიანმა იძულებით შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ურბანული მდგრადი განვითარევა საშუალებას აძლევს ქალაქის მაცხოვრებლებს იცხოვრონ უკეთეს გარემოში და მათი ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ, ასევე ქალაქები მომზადებულები შეხვდნენ მიგრაციულ ტალღებს და მოხდეს მათი სწორი განაშენიანება. ეს სტანდარტი ეხმარება სხვადასხვა ქალაქების მმართველ ორგანოებს სწორად დაგეგმონ ქალაქის გენერალური გეგმა.

ვინ შეიმუშავა სტანდარტი?

სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებსაც ზურგს 15 წლიანი გამოცდილება უმაგრებთ. ასევე სტანდარტის შექმნაში დიდი წყვლილი შეიტანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (United Nations)


"ISO Consulting" - პროფესიონალები პროფესიონალებისთვის

    256
    0