ISO Consulting Blog

fullDate

"Lloyd's Register" დასახელდა BRC-ის მიერ წლის საუკეთესო სასერტიფიკაციო ორგანოდ

post.update-date

2021 წლის 28 იანვარს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა ევროპის სურსათის უვნებლობის კონფერენცია, რომელიც ტარდება ყოველწლიურად. აღნიშნული ღონისძიების მიზანია გააუმჯობესოს ევროპის სურსათის უვნებლობის საკითხები საცალო ვაჭრობაში, წარმოებაში, მიწოდებასა და სხვა სერვისებში. ამავე კონფერენციაზე "Lloyd's Register" დასახელდა BRC-ის მიერ წლის საუკეთესო სასერტიფიკაციო ორგანოდ.

BRC-მ აღიარა როგორც Lloyd's -ის მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სურსათის უვნებლობის სექტორში, ასევე მისი წვლილი BRC-ის სტანდარტების მხარდაჭერაში.

"მოხარული ვართ, რომ მივიღეთ BRC-ის ინდუსტრიული ჯილდო. ეს მთელი ჩვენი გუნდის შრომის დადასტურებაა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ BRCGS სტანდარტის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით BRC- თან თანამშრომლობა, რათა მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ახალი შესაძლებლობები, როგორიცაა დისტანციური აუდიტები, რაც მათ დაეხმარა სერტიფიკატის შენარჩუნებაში. LR ნამდვილად ერთგულია სურსათის უვნებლობისა და გთავაზობთ სპეციალურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას BRCGS სტანდარტების მიწოდებით" - განაცხადა Cheryl Stevens (LR კლიენტების მართვის მენეჯერი).

"Lloyd's Register"-ს ჰყავს 35 ათასზე მეტი მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენს ერთ-ერთ სუსართის უვნებლობის სერვისის მიმწოდებელ კომპანიას, როგორიცაა სურსათის უვნებლობის სერტიფიკაცია, ტრენინგები და აუდიტი. ლოიდსი თანამშრომლობს სასურსათო ჯაჭვში ჩაბმულ ყველანაირ კომპანიასთან, როგორიცაა ფერმები, მეთევზეები, სასადილოები, რესტორნები და სხვა.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    45
    0