ISO Consulting Blog

fullDate

LRQA გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) მონაწილე გახდა

post.update-date

2023 წლის 13 მარტს LRQA გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) მონაწილე გახდა. აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

იმისთვის, რომ აღნიშნული მიზნები წარმატებით შესრულდეს, გაეროს გლობალური შეთანხმება დაფუძნებულია შემდეგ 10 პრინციპზე:

პრინციპი 1: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.

პრინციპი 2: ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.

პრინციპი 3: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ.

პრინციპი 4: უნდა აღკვეთოს იძულებითი და სავალდებულო შრომის ყველა ფორმა.

პრინციპი 5: ეფექტურად უნდა აღკვეთოს ბავშვთა შრომა.

პრინციპი 6: უნდა გამორიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშორმლების მიმართ.

პრინციპი 7: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი.

პრინციპი 8: საკუთარ თავზე უნდა აიღოს ინიციატივები და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.

პრინციპი 9: უნდა წაახალისოს გარემოსთვის არამავნებელი ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება.

პრინციპი 10: ბიზნესმა უნდა იმუშაოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით.

ამჟამად გაეროს გლობალური გაერთიანება აერთიანებს მსოფლიოში 162 ქვეყანაში არსებულ 22 ათასზე მეტ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციას.

2012 წელს ISO Consulting-ი გახდა ბრიტანული Lloyd’s-ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზაციულ განვითარებას ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებით.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    71
    0