ივანე დიდბერიძე

fullDate

რა გავაკეთოთ "შრომის უსაფრთხოების კანონის" მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

არსებობს მრავალი ელემენტი, რომლებზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება და შესაბამისი ღონისძიებების მიმართვა, რათა შეძლოთ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამისათვის, თქვენ უნდა უზრუნველყოთ "შრომის უსაფრთხოების პროგრამის" შემუშავება და დანერგვა თქვენს ორგანიზაციაში.

რა ელემენტებს უნდა მოიცავდეს ჩემი ორგანიზაციის "შრომის უსაფრთხოების პროგრამა"?

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ინდუსტრიას გააჩნია შრომის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ჩვენ შევძელით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით მოცემული მოთხოვნების და ელემენტების რამდენიმე კატეგორიად დაჯგუფება, რომლებიც აუცილებელია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების შედეგიანი და ეფექტური საბაზისო პროგრამის განსახორციელებლად.

ჩვენს მიერ რეკომენდირებული "შრომის უსაფრთხოების პროგრამა" მოიცავს 10 ძირითად ელემენტს:

  1. პერსონალური პასუხისმგებლობა

  2. შრომის უსაფრთხოების კომიტეტის ჩამოყალიბება

  3. შრომის უსაფრთხოების წესები

  4. სათანადო სამუშაო პროცედურები

  5. შესავალი და მიმდინარე ინსტრუქტაჟის პროგრამები

  6. სამუშაო სივრცეების შიდა ინსპექტირება

  7. ტრავმების/ინციდენტების აღრიცხვა, კვლევა და ანგარიშგება

  8. საგანგებო სიტუაციების და პირველადი დახმარების პროცედურები

  9. შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების საკითხებისთვის პერსონალის წახალისება

  10. სამუშაო სივრცის სპეციფიკური საკითხები - ტექნიკური უსაფრთხოება

როგორ შევადგინოთ ჩვენი ორგანიზაციის "შრომის უსაფრთხოების პროგრამა"?

თქვენთვის ჩვენ მოვამზადეთ სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზიციის შრომის უსაფრთხოების პროგრამის შედგენაში. იგი პასუხობს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

პროგრამის სანახავად თქვენ დაგჭირდებათ რეგისტრაცია.

აგრეთვე, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ ტრენინგი - "შრომის უსაფრთხოების საფუძვლები", რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის "შრომის უსაფრთხოების პროგრამის" შედგენასა და გამოყენებაში.

ISO Consulting - Professionals for professionals

    871
    0