ISO Consulting Blog

date

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დასრულდა

დასრულდა  "USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა", რომელიც წარმოდგენილი იყო DAI-ის მიერ და გრძელდებოდა 5 წლის განმავლობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

პროგრამის ფარგლებში "ISO Consulting"-მა მომსახურება გაუწია სხვადასხვა ორგანიზაციას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სერტიფიცირებაში.

2022 წელს დაიწყო და 2023 წელს წარმატებით დასრულდა შპს "კავკასპექის" სერტიფიცირება BRC Pack სქემის, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების შესაბამისად. დღეს შპს "კავკასპექი" შესაფუთი მასალების მწარმოებელი პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც რეგისტრირდება BRC-ის რეესტრში. კომპანიამ სერტიფიცირება გაიარა ბრიტანული კომპანია Lloyd's-ის მიერ.

2023 წელს პროგრამის ფარგლებში მომსახურება გავუწიეთ კაბელების მწარმოებელ ქართულ ორგანიზაციებს "ს.ს. საქკაბელი" და "შპს ენ ერ ჯი ჯორჯია", რომელთაც მათ მიერ წარმოებული პროდუქტები შესაბამისობაში მოიყვანეს ევროპულ IEC 62930:2017 სტანდარტთან. ორივე ორგანიზაციამ წარმატებით დაასრულა წარმოების პროცესის ინსპექტირება გერმანული კომპანია TUV-ის მიერ.

2024 წელს ამავე პროგრამის ფარგლებში მომსახურება გავუწიეთ ავეჯის მწარმოებელ ორგანიზაციას "შპს ევროსტილი", რომელმაც წარმატებით გაიარა სერტიფიკაცია ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად SAI Global-ის მიერ.

პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე "USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის" მიერ "ISO Consulting"-ს გადაეცა სერტიფიკატი ეფექტური მუშაობისათვის.

"ISO Consulting" მადლობას უხდის პროგრამის გუნდს გამოცხადებული ნდობისა და თანამშრომლობისათვის. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებმაც შედეგიანი და თანმიმდევრული მუშაობით შეძლეს საერთოშორისო სერტიფიკატების მიღება.

    42
    0