ISO Consulting Blog

fullDate

ახალი ISO ტექნიკური სპეციფიკაცია და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

post.update-date

XXI საუკუნეში განსაკითრებით მწვავედ ეკოლოგიური პრობლემები დგას. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ბუმის პარალელურად, ზიანდება დედამიწის ეკოლოგია: იჩეხება ტყეები, მიმდინარეობს გაუდაბნოების პროცესი, საშუალო ტემპერატურა იზრდება, რის გამოც მიმდინარეობს პოლუსებზე ყინულის დნობის პროცესი, ბინძურდება გარემო და ა.შ. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტასა და მის ბიომრავალფეროვნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა აღარ იქნება სიცოცხლისთვის სტუმართმოყვარე პლანეტა. საინტერესოა რა გზები არსებობს ამისთვის?


 
გლობალურმა დათბობამ უკვე დაატყო თავისი კვალი პლანეტას - მსოფლიო მასშტაბით საშუალო ტემპერატურამ 1.5 ცელსიუსით აიწია. მეცნიერთა დასკვნით, იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს და გადააჭარბებს 2 ცელსიუსს, მაშინ გაცილებით ხშირად მოხდება ბუნებრივი კატასტროფები, როგორებიცაა წყალმოვარდა, წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც ჩვენს ყოველდღიურობას, ასევე, მსოფლიო ეკონომიკასაც. მაგალითად, წინა წელს, ოქტომბრის თვეში, ანტარქტიკის კონტინენტს 300 მილიონ ტონაზე მეტი ყინულის მასა მოწყდა, რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებელია. ასევე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გაუდაბნოებისა თუ ნიადაგის დეგრადაციის პროცესი - იცვლება დედამიწის ეკოლოგიური ბალანსი, რაც კარგის მომასწავებელი ნამდვილად ვერ იქნება.

ყოველივე აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დედამიწაზე არსებული ეკოლოგიური პრობლემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორი ჰაერში სათბური აირების გამოყოფაა, რის გამოც მაღლა იწევს საშუალო ტემპერატურა მსოფლიო მასშტაბით, ამავე დროს ხდება ჰაერის დაბინძურებაც.

2019 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ნიუ-ორკში გაეროს კლიმატის სამიტი გაიმართა, რომელსაც 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც დაესწრო. მან მსოფლიო ლიდერებს ემოციური სიტყვით მიმართა:

"მე აქ არ უნდა ვიყო. მე ახლა სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე ოკეანის სულ სხვა მხარეს. თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი არაფრისმთქმელი სიტყვებით და მაინც იღბლიანებს შორის ერთ-ერთი ვარ. ხალხი იტანჯება. ხალხი კვდება. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი გადაშენების საწყის ეტაპზე ვართ და ყველა თქვენგანს ერთადერთი, რაზე საუბარიც შეგიძლიათ ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?" - განაცხადა 16 წლის გოგონამ.

ასე რომ, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს არ უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, რადგან სწორედ ტრაბსპორტია სათბური აირების გამოყოფის წყარო დედამიწაზე. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში მრავალი სტანდარტი შეუქმნია ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორების მხარდასაჭერად. ამ სტანდარტებს შორისაა ახალი ISO/TS 4210-10 ტექნიკური სპეციფიკაციაც, რომლის დამხარებითაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხო ელექტრონული ველოსიპედების წარმოება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და მსოფლიო მასშტაბით ხელი შეეწყოს ამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.

აღნიშნული ტექნიკური სპეციფიკაცია შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO კომიტეტის მიერ.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    51
    0