ISO Consulting Blog

fullDate

განახლებული ISO 14155 სტანდარტი და მისი მნიშვნელობა სამედიცინო მოწყობილობებისთვის

post.update-date

მედიცინა არასდროს ყოფილა ისეთი განვითარებული, როგორიც ახლაა - დამარცხდა უამრავი, აქამდე უკურნებელი დაავადება, შემცირდა სიკვდილიანობა ბავშვებში, გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა და ა.შ. მაგალითად, 1800 წელს ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 30 წელი იყო, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2019 წლისთვის შეადგენდა 72 წელს. თუმცა, მხოლოდ ადამიანური რესურსით ასეთი შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სამედიცინო მოწყობილობები და მათი გამართული მუშაობა. შესაბამისად, სამედიცინო მწოყობილობების დახვეწითა და მათი სანდოობის გარზდით, მედიცინა კიდევ უფრო განვითარდება. საინტერესოა რა ბერკეტები აქვს კაცობრიობას ამისთვის?

მედიცინა წლიდან წლამდე საოცრად ვითარდება, იქმნება ახალი მკურნალობის მეთოდები, ინოვაციური მეთოდებით ტარდება ოპერაციები, ასევე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კვლევები და სამომავლოდ უნდა ველოდოთ ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის კიდევ უფრო გაზრდას. ხოლო, იმისთვის, რომ მედიცინა კაცობრიობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე მოემსახუროს, საჭიროა გამართულად და ეფექტურად იმუშაონ სამედიცინო დანადგარებმა, რაზეც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია მუშაობს და ამ წლების განმავლობაში მედიცინის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორდ ასეთი ტიპის საერთაშორისო სტანდარტებს მიეკუთვნება განახლებული ISO 14155 სტანდარტი, რომელიც უკეთ ერგება თანამედროვე მედიცინაში არსებულ გამოწვევებს, ეხმარება სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლებს გააუმჯოვესონ მათი ნაწარმის შედეგიანობა, დიზაინი, ხარისხი და ა.შ.

აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 194 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში 31 საერთაშორისო სტანდარტი შემუშავებაში მიუძღვის წვლილი, ხოლო ამჟამად კომიტეტი 11 ახალ საერტაშორისო სტანდარზე მუშაობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    76
    0