ISO Consulting Blog

fullDate

დანადგარების ტექნიკური მომსახურება საზოგადოებრივ კვების ობიექტში

post.update-date

ნებისმიერ საზოგადოებრივი კვების ობიექტს შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა დანიშნულების დანადგარი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია კერძის მომზადება. შედეგიანი ტექნიკური მომსახურება კი საზოგადოებრივ კვების ობიექტებს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს მავნებლების არსებობა, სურსათის დაბინძურება და ა.შ. არასათანადო ტექნიკურმა მომსახურებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინვენტარის გაუმართაობა, რაც, თავის მხრივ, სურსათის ფიზიკური დაბინძურების წყარო შეიძლება გახდეს. მოწყობილობის (მაგალითად, გამაცივებელი დანადგარი და ღუმელი) გაუმართაობამ, არასათანადო ტემპერატურამ, შესაძლოა სურსათი გახადოს მავნე. ასე რომ, აუცილებელია, მანქანა-დანადგარს, მოწყობილობას ჩაუტარდეს გეგმური პრევენციული ტექნიკური მომსახურება.

რა საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას?

  • სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირები. მოწყობილობა შენარჩუნებული უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი იყოს მათი შედეგიანი დასუფთავება და დეზინფექცია.

  • შეაკეთეთ ან შეცვალეთ ყველა ის მოწყობილობა ან ინვენტარი, რომელიც დაზიანებულია ან აქვს არასათანადოდ დამაგრებული ნაწილები. ჭუჭყი და სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები შესაძლოა დაგროვდეს დაზიანებული მოწყობილობა/ინვენტარში. ასევე, შესაძლებელია მოწყობილობის არასათანადოდ დამაგრებული ნაწილების სურსათში მოხვედრა.

  • ნუ გამოიყენებთ გაბზარულ ან გატეხილ ჭურჭელს. ჭუჭყის და სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები გროვდება ბზარებსა და ანატეხებში.

  • გამოცვალეთ დაკაწრული, გაცვეთილი საჭრელი დაფები. ჭუჭყის და სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები გროვდება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც არ არის გლუვი.

  • გატეხილი და დაზიანებული ნათურები, მილები და სხვა მასალები უნდა შეიცვალოს დროულად.

  • გარკვეული მოწყობილობა შესაძლოა საჭიროებდეს რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, მაგალითად: ღუმელი, ცხლად შესანახი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სავენტილაციო სისტემა და სხვ.

  • რეგულარულად შეამოწმეთ სავენტილაციო არხებისა და ფილტრების გამართული მუშაობა, იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ისინი სუფთა მდგომარეობაში მტვრისა და ცხიმის ნადების გარეშე.

  • რეგულარულად შეამოწმეთ კარის დახურვის ხარისხი მაცივრებსა და ღუმელებში.

როგორ უნდა მოიქცეთ ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში?

  • თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ინვენტარი არ მუშაობს გამართულად, დაუყოვნებლივ შეამოწმეთ ის. ნუ დაელოდების მის სრულ გაჩერებას. შეამოწმეთ, რამდენად სწორად იყენებს პერსონალი მოწყობილობას.

  • გადაამოწმეთ მწარმოებლის ინსტრუქციები დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით.

  • დაუკავშირდით მოწყობილობის მწარმოებელს ან ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  • ხარვეზის გამოსწორებამდე გამოიყენეთ ალტერნატიული მოწყობილობა.

  • მოაგვარეთ პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად, სანამ ისინი გავლენას მოახდენს სურსათის უვნებლობაზე.

ცოდნის გაღრმავება სურათის უვნებლობის მიმართულებით

გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით ჩვენს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით და აიმაღლეთ ცოდნა ამ მიმართულებით.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    95
    0