ISO Consulting Blog

fullDate

ეკოლოგიურდ სუფთა ქალაქები და ISO სტანდარტები

post.update-date

მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს მაშინ, როდესაც ქალაქებს დედამიწის ზედაპირის მხოლოდ 3% უკავიათ და ამავე დროს, მსოფლიო მასშტაბით სათბური აირების გამოყოფის 70% სწორედ მათზე მოდის. ამავე დროს, ქალაქების ზომა გასაოცარი სისწრაფით იზრდება. მაგალითად, 2021 წლის მონაცემებით მსოფლიოში 550-ზე მეტი ქალაქი არსებობს, რომელთა მოსახლეობაც 1 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ზოგიერთი ქალაქი კი იმხელაა ზომაში, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება. მაგალითად, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობა (ქალაქისა და მისი შემოგარენის - Greater Tokyo Area) 37 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ხოლო ქალაქის მთლიანი ფართობი სცდება 14 ათას კვადრატულ კილომეტრს, რაც მეტია აჭარის, გურიის და სამეგრელო ზემო სვანეთის ფართობების ჯამზე. შთამბეჭდავია არა? თუმცა ეს ყველაფერი არაა, 2050 წლისთვის კიდევ უფრო მეტი ქალაქი მიაღწევს აღნიშნულ მასშტაბებს და გადაასწრებს კიდეც ტოკიოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიო ქალაქები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, რომელიც გამოხატულია ქალაქების ზომაში ზრდასთან ერთად ეკოლოგიური პრობლემების გამწვავებით, ქოტური ზრდით, გარემოს დაბინძურებით, დაუსრულებელი საცობებით, მწვანე სივრცეების შემცირებით და ა.შ. ეს ყოველივე კი მნიშვნელოვნად აუარესებს დიდ ქალაქებში მაცხოვრებელთა ცხოვრების დონეს. არსებობს კი რაიმე გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან?

როგორი შეიძლება იყოს მომავლის ქალაქები? როგორი იქნება ცხოვრების ხარისხი? ვდგავართ კი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მრავალი მეცნიერი ცდილობს. აღნიშნული საკითხი არც ჰოლივუდური კინოინდუსტრიისთვისაა უცხო, რომლებშიც მომავლის ქალაქები წარმოდგენილია როგორც უზარმაზარი მეგაპოლისები, რომლებიც სავსეა მფრინავი მანქანებით, უზარმაზარი ცათამბჯენებით, ნეონის განათებებით, ფუტურისრული არქიტექტურით, რომელიც ერთგვარი შერწმაა ბრუტალიზმისა და არქაული სტილის არქიტექტურის, ჰოლოგრამებით, მაღალი კრიმინალის დონით, ეკოლოგიური პრობლემებით, ადამიანებით, რომლებიც იტანჯებიან გამოუთქმელი მარტოობის გრძნობით, დაკარგული აქვთ საკუთარი "მეს" ძიების ინსტიქტი და დუნედ მიყვებიან გამეფებულ ცხოვრების წესს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდური მომავლის ქალაქები მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და ტელეეკრანებზე არსებობს, დღევანდელი რეალობა ნამვდილად არაა სახარბიელო. მსოფლიო მასშტაბით მრავალი დიდი ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული ჰაერი, რაც მრავალი დაავადების წყაროა. ცალკე გამოსაყოფი თემაა დაბინძურებული წყლის რესურსები, რომელსაც მილიონობით ადამიანი საყოფაცხოვრებო თუ სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის იყენებს. მაგალითად მდინარე განგი ინდოეთში, რომლის სიგრძეც აჭარბებს 2500 კილომეტრს, ხოლო მდინარის მთლიანი აუზის ფართობი 907 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს ზომაში, რაც საქართველოს მთლიან ფართობს 13-ზე მეტად აღემატება. განგი ჩამოედინება უამრავ ქალაქსა თუ პატარა დასახლებაში, მნიშვნელოვნად ბინძურდება საყოფაცხოვრებო თუ ქიმიური ნარჩენებით, მათ შორის მძიმე მეტალებიტაც კი, რაც მდინარის წყალს ადაიანის ჯამრთელობისთვის სახიფათოს ხდის. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მდინარის წყალი მაინც გამოიყენება სასოფლო სამეურნეო მიწების მოსაწრყავად. ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვისაც კი.

*მდინარე განგა ინდური კულტურის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნულმა მდინარემ დიდი როლი ითამაშა ინდუიზმის ჩამოყალიბებაში. (ფოტო: wikipedia.org)

ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიოს მოცდის დრო აღარ აქვს და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა მომავალი არ დაემსგავსოს ჰოლივუდურ ფილმებში აღწერილ სცენარს და განვითარება დაეფუძნოს მდგრადი განვითარების პრინციპებს, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალ თაობას მიცვეთ შესაძლებლობა იცხოვრონ უკეთეს, უფრო განვითარებულ სამყაროში, სადაც დედამიწის ეკოსისტემა არ იქნება გაქრობის საფრთხის ქვეშ. სწორედ ამ საკითხზე უკვე წლებია მუშაობს სტანარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს მრავალი სტანდარტი, რომელთა მთავარი მიზანი მსოფლიო ქალაქებში ეკოლოგიური თუ სხვა პრობლემების აღმოფხვრაა.

მდგრადი განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქები

ჰაერის დაბინძურების მიზეზები შეგვიძლია დავყოთ 2 კატეგორიად: ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებად. ბუნებრივ ფაქტირებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ: ქარის მიერ გადატანილი მტვერი, ტყის ხანძრები, ნარჩენებისგან წარმოქმნილი მიკრობები და ვირუსები, ვულკანური ამოფრქვევები, ჭაობებში არსებული მეთანის გაზი და ა.შ. რაც შეეხება ანთროპოგენულ ფაქტორებს, ისინი გამოწვეულია ადამიანთა საქმიანობის შედეგად. მათგან შეგვიძლია გამოვყოთ: სატრანსპორტო გამონაბოლქვი, სამრეწველო საქმიანობა, სასოფლო სამეურნეო აქტივობები და ა.შ. ცხადია, გარემოს დაბინძურების ანთროპოგენული ფაქტორები განსაკუთრებით იჩენს თავს დიდ ქალაქებში და მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანზიაციამ შეიმუშავა 2 სტანდარტი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია დიდ ქალაქებში სატრანსპორტო სისტემა გახდეს უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. ეს სტანდარტებია ISO 37161, რომელიც არის სახელმძღვანელო ენერგოეფექტური სატრანსპორტო სერვისებისთვის და ISO 37162 - ენერგოეფექტური სატრანსპორტო სისტემა ახლად განვითარებული ურბანული სივრცისთვის. ორივე სტანდარტის დახმარებით შესაძლებელია ქალქებში გადაადგილება მოხდეს გარემოს ნაკლები დაბინძურების ხარჯზე და ქალაქებში ცხოვრების ხარისხმა მნიშვნელოვნად აიწიოს.

ჰაერის დაბინძურება არამხოლოდ დიდი ქალაქების გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ISO-ს ერთ-ერთმა ტექნიკურმა კომიტეტმა ISO/TS 146 უკვე შეიმუშავა 184 სტანდარტი, ხოლო 33 ახალი სტანდარტი შემუშავების პროცესშია. ამ სტანდარტების მთავარი მიზანი ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანაა. აღნიშნული კომიტეტის შემადგენლობაში შედის 30 ქვეყნის წარმომადგენლობა და 6 ქვეკომიტეტი.

ჭკვიანი ქალაქები (Smart cities)

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის ერთობლივი მუშაობით 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ახალი საერთაშორისო ISO/IEC 30145-3:2020 სტანდარტი, რომელიც დაეხმარება ქალაქებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით გაზარდონ მაცხოვრებელთა ცხოვრების დონე, ქალაქი გახდეს კიდევ უფრო "ჭკვიანი", დაინერგოს "ჭკვიანი" კამერებისა თუ შუქნიშნების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს ტრანსპორტის მიერ მავნე აირების ემისია, ქალაქი განიტვირთოს საცობებისგან და ა.შ.

აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/IEC JTC 1 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში მონაწილეობა აქვს მიღებული 3246 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში, ხოლო ამჟამად მუშაობს 591 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე.

ნარჩენების გადამუშავება
 

ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონიობით ტონა ნარჩენი იყრება და არ ხდება გადამუშავება. განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში და ქალაქებში, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენები უზამრაზარ მასშტაბებს აღწევს. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებენ ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს, რაც, ხშირს შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებებისა და ეპიდემიების გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ნარჩენების მართვასთან სწორი მიდგომა, რათა უამრავი პრობლემა აიცილოს თავიდან. სწორედ ამის გამო, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები, რომლებიც მსოფლიოს ნარჩენების უკეთ მართვაში დაეხმარება. მათ შორისაა: ISO 15270:2019 - პალსტმასას ნარჩენების ხელახალი გამოყენების სახელმძღვანელო, ISO/TC 297 - ნარჩენების მოგროვებისა და ტრანსპორტირების მენეჯმენტის სისტემა და ა.შ.

საბოლოო ჯამში, მდგრად განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. წინააღმდეგ შემთთხვევაში შესაძლოა ჩვენი მშობლიური პლანეტა რადიკალურად შეიცვალოს და სიცოცხლისთვის არახელსაყრელ გარემოდ იქცეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქების სწორი დაგეგმარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ქალაქებში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    298
    0