ISO Consulting Blog

fullDate

კოსმოსი და საერთაშორისო სტანდარტები

post.update-date

1961 წლის 12 აპრილს კაცობრიობის არსებობის ისტორიაში პირველად ადამიანი კოსმოსში გაფრინდა. რუსმა ასტონავტმა იური გაგარინმა დედამიწის ორბიტაზე 1 საათი და 48 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მან დედამიწის გარშემო შემოფრენაც მოასწრო და უსაფრთხოდ დაეშვა პლანეტის ზედაპირზე. სწორედ ამ ფაქტის გამო, ყოველი წლის 12 აპრილს ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ასევე აღნიშვნის ღირსია 1969 წლის 20 ივლისი, როდესაც ამერიკელი ასტრონავტები ნილ ამსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებლაც მთვარეზე დაადგეს ფეხი. ამ ფაქტების შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა. ტექნოლოგიები უფრო დაიხვეწა, კაცობრიობა კი ახალი მისიითვის ემზადება, რომელიც მარსზე ადამიანის გაგზავნას გულისხმობს. მეტიც, მსოფლიო ემზადება მარსზე კოლონიის დაარსებისთვის, რითიც მრავალი მეცნიერის ოცნება ახდება და კაცობრიობა, მილიონობით წლის განვითარების შემდეგ, გახდება მულტიპლანეტარული ცივილიზაცია. თუმცა, რთულია დავსახოთ სამომავლო გეგმები, თუ ამ გეგმებისთვის სათანადოდ არ მოვემზადებით. ამ მხრივ კი საერთაშორისო სტანდარტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან აკვირდებოდა ადამიანი ციურ სხეულებს და მათ სხვადასხვანაირ ახსნას უძებნიდა. უძველესი ადამიანის ცნობიერსა და წარმოდგენებში ვარსკვლავები ასოცირდებოდა ზებუნებრივ ძალასთან, რაღაც არაამქვეყნიურ მოვლენასთან, რომლის ახსნაც ჩვენს უშრეტ ფანტაზიასაც არ შეეძლო. დრო გადიოდა, წარმოდგენები კი იცვლებოდა. მაგალითად, ძველ საბერძნეთში უკვე იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო და ის მზის გარშემო ბრუნავდა. ძველ ეგვიპტელებსა და მაიას ტომის ხალხს კი შემუშავებული ჰქონდათ მზის უზუსტესი კალენდარი. ტექნოლოგიების და მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარების შემდეგ კი საშუალება მოგვეცა უფრო ცხადად დაგვენახა ყველაფერი და მოვლენებიც შესაბამისად აგვეხსნა. ამ მხრივ გამოსარჩევია იტალიელი მეცნიერი გალილეო გალილეი, რომელმაც საკუთარი აწყობილი ჭოგრიტით ახლოდან დააკვირდა ციურ სხეულებს და უამრავი აღმოჩენაც გააკეთა. ამ მოვლენიდან ბევრად ადრე, პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლოზ კოპერნიკმა კი დაასკვნა, რომ მზის სისტემა ჰელიოცენტრული უნდა ყოფილიყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ სწორედ მზის გარშემო უნდა ემოძრავა პლანეტებს, მათ შორის დედამიწასაც. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე კი კაცობრიობას ჰქონდა ოცნება, რომ პირველი თანამგზავრი გაეგზავნა კოსმოსში და საკუთარი თვალით ენახა რა ხდებოდა იქ მაღლა. მართლაც, 1957 წელს საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 გაგზავნა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო კოსმოსის აქტიური კვლევა და მისი ათვისება. საბოლოოდ კი მოვდივართ დღევანდელ დღემდე, როდესაც კაცობრიობას აქვს უფრო დიდი მიზნები ვიდრე ოდესმე, რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს აქამდე, ყველაზე უფრო ხშირად ვიყურებით მაღლა, ვარკსვლავებისკენ და ციური სხეულებისკენ, ხოლო ეს სწრაფვა კაცობრიობის განვითარების ახალი საფეხურია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ცივილიზაციის განვითარების ლოგიკა, რომელიც უკვე დიდი ხანია დაიწყო და მას ვერაფერი შეაჩერებს.

მიუხედავად ყველაფრისა, კაცობრიობა ჯერ კიდევ შორსაა განახორციელოს მასშტაბური პროექტები კოსმოსში და აითვისოს სხვა პლანეტები. ჯერ არ მიგვიღწევია ტექნოლოგიური განვითარების შესაბამის ნიშნულს. თუმცა, შეგვიძლია ისიც ავღნიშნოთ, რომ მსოფლიო განვითარების ვექტორი სწორი მიმართულებითაა მიმართული და რამდენიმე ათეულ წელში ამ ეტაპსაც აუცილებლად მივაღწევთ. წინ ბევრი საქმე გვაქვს. ამავდროულად, უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით, მათ შორის კი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაცაა, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 170-ზე მეტი სტანდარტი, რომელთა მიზანია დაეხმაროს მსოფლიოს კოსმოსის შესწავლაში. აღნიშნულ სტანდარებზე მუშაობდა ISO/TC 20/SC 14 კომიტეტი, რომელიც ამჟამად 51 ახალ სტანდარტზე მუშაობს. კოსმოსში ინფორმაციის გადაცემის სისტემებზე კი მუშაობს ISO/TC 20/SC 13 კომიტეტი, რომელმაც უკვე შეიმუშავა 86 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად 18 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    105
    0