ISO Consulting Blog

fullDate

მესაქონლეობის ექსპო 2022

2022 წლის 29 ოქტომბერს ჩატარდა "მესაქონლეობის ექსპო 2022", რომლის ერთ-ერთი სპონსორი იყო "ISO Consulting". კომპანიამ ერთ-ერთ გამარჯვებულ ფერმერს, ქალბატონ დარეჯან გოცირიძეს გადასცა 2000 ლარიანი პრიზი.

მესაქონლეობის ექსპო 2022 განხორციელდა საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის მიერ. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“ რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტიორობით.

მესაქონლეობის ექსპოს მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები და ფერმერები.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    31
    0