ISO Consulting Blog

fullDate

რა არის ლურჯი ოკეანის სტრატეგია და როგორ აფართოვებს საერთაშორისო სტანდარტები ამ "ოკეანის" საზღვრებს

post.update-date

დღეს, მსოფლიო ბაზარზე მოქმედი მრავალი კომპანია ერთმანეთის წინააღმდეგ "სისხლისმღვრელ" ომშია ჩართული და ეს არის ბრძლოა გადარჩენისთვის. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ეკონომიკა განვითარდა და ბაზარზე მრავალი კომოპანია გამოჩნდა, ისინი მუდმივი კონკურენციის პირობებში იმყოფებიან და ერთმანეთს სხვადასხვა საშუალებებით ებრძვიან. უახლესი მონაცემებით, ყოველი 10 ახლადშექმნილი კომპანიიდან 8 კონკურენციას ვერ უძლებს და მალევე კოტრდება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში დანარჩენი 2 კომპანიის წარმატებაც საეჭვოა. რაც შეეხება ბრძოლის მეთოდებს, ისინი მრავალგვარია. მაგალითად: ფასი, ხარისხი, იმიჯი, ინოვაციურობა და მრავალი სხვა. სადამდე შეიძლება ასეთმა მწვავე კონკურენციამ მიგვიყვანოს? რამდენად შესაძლებელია იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ბაზარი უამრავი კომპანიითა გაჯერებული, ერთმა კონკრეტულმა კომპანიამ სოლიდური შემოსავალი ნახოს?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მწვავე კონკურენციის პირობებში საკუთარი ადგილის გამონახვა ბევრ ახლადშექმნილ კომპანიას უჭირს. ისინი ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან და მწვავე მარკეტინგულ ომებში ჩაბმა უწევთ, რაც ახალი და გამოუცდელი ორგანიზაციისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. მაგრამ რას იტყვით თუ თვისობრივად ახალ ბაზრის სეგმენტს გამონახავთ, სადაც არ არიან კონკურენტები? მარტივად რომ ავხსნათ, ბაზრის ის სეგმენტები, რომელიც სავსეა უამრავი კომპანიით წითელი ოკეანეებია, ხოლო თვისობრივად ახალი ბაზრის სეგმენტი, სადაც არცერთი კონკურენტი არ დრეიფობს - ლურჯი ოკეანე. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სულაც არაა საჭირო არსებულ ბაზრებზე შევიდეთ და უამრავი ფული და რესურსი ვხარჯოთ კონკურენციული ომების საწარმოებლათ, უბრალოდ საჭიროა გამოვნახოთ ახალი ასათვისებელი სივრცე ბაზარზე და სწორედ იქ დავიწყოთ ოპერირება. სწორედ ასე შეგვიძლია გავხადოთ კონკურენცია არააქტუალური და სწარაფად მოვიპოვოთ წარმატება.

მაგალითად განვიხილოთ საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდის "Apple" -ის მაგალითი. როდესაც სტივ ჯობსმა პრეზენტაციაზე პირველად გააცნო მსოფლიოს "Iphone" მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სხვა კომპანიების მობილური ტელეფონები გამოსაყენებლად საკმაოდ რთული იყო და უამრავი ღილაკი ქონდა, რომელიც ადამიანებს აბნევდა. "გჭირდება თუ არა ეს კლავიშები ისინი მუდმივად აქ არიან" - განაცხადა მან. სწორედ ამიტომ, მათ შექმნეს ისეთი მობილური ტელეფონი, რომელსაც კლავიშები არ ექნებოდა და მისი მართვა თავიდან ბოლომდე ეკრანზე ხელის შეხებით იქნებოდა შესაძლებელი. ასევე იქნებოდა გამოსაყენებლად ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელი. ასე რომ, "ეფლს" სულაც არ დაჭირვებია ველოსიპედის ახლიდან გამოგონება, არამედ მათ შექმნეს პროდუქტი, რომელიც ადრეც არსებობდა ბაზარზე, თუმცა იმდენად ინოვაციური და საუცხოო, რომ სულაც აღარ იყო საჭირო კონკურენტებთან ბრძოლაში შესვლა, რადგან მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ პროდუქტს კონკურენტები არ ჰყავდა და დიდი ხნის განმავლობაში დრეიფობდნენ კიდეც ლურჯ ოკეანეში, სანამ კონკურენტებმა მსგავსი ინოვაციური მობილური ტელეფონები შექმნეს და ამ ახალ საბაზრო სივრცეში არ შევიდნენ. ამ დროის განმავლობაში კი კომპანიამ უზარმაზარი მოგება და საერთაშორისო აღირება მოიპოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტივ ჯობსის კომპანიამ გამონახა ბაზარზე უზარმაზარი პოტენციალის მქონე, სრულად აუთვისებელი საბაზრო სივრცე და სწორედ იქითკენ მიმართა რესურსები.

როგორც უკვე დავრწმუნდით, ლურჯი ოკეანის შესაქმნელად აუცილებელია ინოვაციური იდეა, რომელსაც ადამიანთა ცხოვრების სტილის შეცვლაც კი შეუძლია. გავიხსენოთ ჰენრი ფორდის სიტყვები: "ხალხისთვის რომ მეკითხა რა უნდოდათ, მეტყოდნენ რომ უკეთესი ცხენები სურდათ" თუმცა ჰენრი ფორდი ლურჯი ოკეანის შექმნას ცდილობდა და სწორედ ამიტომაც დაარსა "ფორდის ავტოკომპანია" , რომელმაც დაარსებიდან სულ მალე ავტომანქანების სერიული წარმოება დაიწყო.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ინოვაციური იდეები მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები, რომელთა მიზანი ინოვაციების მხარდაჭერა და წახალისებაა. სწორედ ასეთ სტანდარტებს მიეკუთვნება ISO 56000 ოჯახი. სტანდარტების სერიაზე მუშაობდა ISO/TS 279 კომიტეტი, რომლის მიზანიც ისეთი საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაა, რომელიც ინოვაციურ იდეებს მხარს დაუჭერს. აღნიშნულმა კომიტეტმა უკვე შეიმუშავა სამი სტანდარტი: ISO 56002:2019 ინოვაციური მენეჯმენტის სისტემების სახელმძღვანელო, ISO 56003:2019 ინოვაციური პარტნიორობის მეთოდები და საშუალებები და ISO/TR 56004:2019 ინოვაციური მენეჯმენტის შეფასება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარდა ამ სტანდარტებისა კომიტეტი კიდევ 5 ახალ ISO სტანდარტზე მუშაობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

    2110
    0