ISO Consulting Blog

fullDate

ISO-ს ახალი კომიტეტი კიდევ უფრო დაცული საბანკო საცავებისთვის

post.update-date

საბანკო სისტემის გამართულად და საიმედოდ მუშაობას მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკულად, საბანკო ინსტიტუტების გარეშე მსოფლიო ეკონომიკა ვერ იმუშავებს. ასევე, ბანკში დეპოზიტის გახსნისას კლიენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი თანხა დაცული იქნება და მის გარეშე მას ხელს ვერავინ ახლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბანკო ინსტიტუტების ნდობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც არამარტო საბანკო სექტორს, არამედ ეკონომიკასაც მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. საინტერესოა, რამდენად დაცულია ბანკის საცავები და როგორ შეიძლება მისი საიმედოობის კიდევ უფრო ამაღლება?

უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს წამყვანი ბანკების აქტივებმა საერთო ჯამში 2020 წლის პირველ კვარტალში 89 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება საქართველოს, კომერციული ბანკების აქტივებმა 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით 49.12 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე, ყოველწლიურად იზრდება დეპოზიტების მოცულობა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი არსებობდეს საერთაშორისო სტანდარტები და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კომიტეტები, რომლებიც იმუშავებენ ამ მხრივ და ამაღლებენ საბანკო საცავების დაცულობის დონეს, რაც მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაზრდის ბანკების მიმართ ნდობას და დაეხმარება ეკონომიკურ ზრდას.

სწორედ ამიტომ, 2020 წელს შეიქმნა ახალი ISO/TC 332 კომიტეტი, რომლის მოვალეობა სწორედ რომ საბანკო საცავების საიმედოობის კიდევ უფრო მეტად ამაღლება იქნება, იმ საერთაშორისო სტანდარტების დახმარებით, რომელსაც კომიტეტი მომავალში შეიმუშავებს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    43
    0