ISO Consulting Blog

fullDate

„როიალ ხვანჭკარა“ ISO 9001:2015 და HACCP სისტემებს ნერგავს

post.update-date

მიმდინარე წლის გაზაფხულზე კომპანია „როიალ ხვანჭკარამ“ ISO 9001:2015 და HACCP სისტემების დანერგვა დაიწყო.

ამჟამად მიმდინარეობს სერტიფიკაციისათვის მოზადება, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი კომპანიის სხვადასხვა რგოლის მენეჯერები.

__________________________________________________

ივანე დიდბერიძე, ISO Consulting-ის პროექტების მენეჯერი - "ორგანიზაციის მენეჯმენტი წარმოდგენილია გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით. აღსანიშნავია მათი სურვილი და მონდომება, დააკმაყოფილონ ISO 9001 და HACCP სტანდარტების მოთხოვნები. ეს იგრძნობა ორგანიზაციის შინაგან კულტურაშიც“.


 
"საუკეთესო ტრენერი! ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული. "ISO Consulting"-ის მთელი გუნდი არის კეთილგანწყობილი, ხოლო გარემო ტრენინგისთვის შესაფერისი" - აღნიშნავს ტრენინგის მონაწილე, "როიალ ხვანჭკარას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ელენე ოთარაშვილი.

პროექტის ფარგლებში კომპანია „როიალ ხვანჭკარაში“ განხორციელდება საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურების სრული სამუშაოები.

კომპანიის მენეჯერებს და ამბროლაურის ღვინის მარნის თანამშრომლებს უკვე ჩაუტარდათ ISO 9001 და HACCP სისტემების ტრენინგები.

_____________________________________

კომპანიის შესახებ

„ხვანჭკარას“ ისტორია საუკუნეებს მოიცავს.

კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენაა.

დღეს კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ აგრძელებს რაჭული ღვინის დაყენების უნიკალურ ტრადიცია და ცდილობს კაცობრიობას შემოუნახოს ნაზი და ხავერდოვანი ღვინის საიდუმლო.

ღვინის ტურიზმით დაინტერესებულთ, აქ შეუძლიათ გაეცნონ რაჭული მარნის თავისებურებებს და დატკბნენ რაჭის უმშვენიერესი ბუნებით.

    114
    0