ISO Consulting Blog

fullDate

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ტურიზმი

post.update-date

2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა რიგი მიზეზების გამო. განსაკუთრებით გამოსარჩევია COVID 19-ის პანდემია, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა და პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დააზარალა ეკონომიკურად. პანდემიამ გასაკუთრებით ძლიერი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს და ისეთი ქვეყნები, რომლელთა ეკონომიკის დიდი ნაწილიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ასეთ ქვეყნებს შორის მოხვდა საქართველოც. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა წელს ტურიზმის არარსებობის გამო მილიარდობით ლარის შემოსავლებს ვეღარ მიიღებს, რაც ჩვენს ეკონომიკას ძვირი დაუჯდება. არანაკლები მწვავე ვითარებაა ევროპის სხვა ტურისტულ ქვეყნებში. მაგალითად: საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ა.შ. მაგალითად, 2018 წელს საფრანგეთმა 89.4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და საფრანგეთის მთავრობა 2020 წლისთვის ამ რიცხვის 100 მილიონამდე გაზრდას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო ამ გეგმის განხორციელება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. საინტერესოა როგორ უნდა იმოქმედონ ტურისტულმა ქვეყნებმა პოსტ-კრიზისულ პერიოდში?

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ტურისტულ ქვეყნებს ტურიზმის ახლიდან ასამუშავებლად სჭირდებათ სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ეპიდემიოლოგთა რჩევები და რეკომენდანციები. ასევე საჭიროა ქმედითი მექანიზმი, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებასა და კონტროლს უზრუნველყოფს.

სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO) ეპსანეთის სტანდარტიზაციის ასოციაციასთან (UNE) ერთად. ორგანიზაციები მუშაობენ გაიდლაინზე, რომელიც შესთავაზებს ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს, მიუხედავად მათი პროფილისა და საქმიანობის სფეროსი, რეკომენდაციებს კრიზისული სიტუაციის უკეთ სამართავად და ტურიზმის ხელახლა ასამუშავებლად. აღნიშნულ პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ესპანეთის ტურიზმის ადმინისტრაცია და ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი.

გარდა გაიდლაინისა, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი კომიტეტი ISO/TC 228, რომელიც მუშაობს ტურიზმის სექტორისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიმართულებით, უკვე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა გზებისა თუ სტანდარტების შემუშავებაში, რომელიც მხარს დაუჭერს ტურიზმის სწრაფ აღდგენას მთელი მსოფლიოს მასტაბით. აღნიშნულმა კომიტეტმა არსებობის განმავლობაში უკვე შეიმუშავა 33 სტანდარტი და ამჟამად 13 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს, თუმცა პოსტ-პანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოუწევს დაზარალებული ტურისტული სექტორის დასახმარებლად.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    114
    0