Vano Didberidze

fullDate

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურად სურსათი იწარმოება, განიცდის ტრასპორტირებას, იყიდება და მოიხმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ მუდმივად არსებობს დაბინძურების ან სურსათის უვნებლობის რაიმე სხვა საფრთხის რისკი. ყოველწლიურად, ყოველი ათი ადამიანიდან ერთი იღუპება სურსათისმიერი მოწამვლებითა და დაავადებებით, რომლებსაც იწვევს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები და სხვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ეს რიცხვი 420 000-მდეა.

ამდენად, სურსათის უვნებლობა თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, 2019 წლიდან ყოველ 7 ივნისს აღინიშნება სურსათის უვნებლობის დღე, რომლის მთავარი მიზანია აამაღლოს მოსახლეობის ინფორმირებულობა უვნებელი სურსათის შესახებ. ინიციატივა წარმოიშვა 2016 წელს კოსტა რიკაში და მისი ავტორები იყვნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ღონისძიების სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება “და ხაზს უსვამს უვნებელი სურსათის წარმოების, მიწოდების და მოხმარების პროცესში ხელისუფლების, მწარმოებლების და ნებისმიერი ადამიანების საერთო პასუხისმგებლობას.

მსოფლიო ჯამრთელობის ორგანიზაციამ 2001 წელს წარადგინა "ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის", რომლის მიზანია მარტივად და გასაგებად ახსნას, თუ რა ზომებია საჭირო უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. სურსათით გამოწვეულ დაავადებათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია, თუკი ხელით დამუშავების დროს მოხდება სათანადო წესების დაცვა.

    262
    0