ISO Consulting Blog

fullDate

ტრენინგების სერია: "HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება HoReCa სექტორისთვის"

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს #173 დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში, HoReCa სექტორში რეგისტრირებული ნებისმიერი ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს სურსათის გადამუშავებას ან მიწოდებას (რესტორნები, სასადილოები, კაფე-ბარები და სხვა), ვალდებულია დანერგოს HACCP სისტემა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა HoReCa სექტორის წარმომადგნელებს სთავაზობს 2-დღიანი ონლაინ ტრენინგების ციკლს თემაზე: "HACCP პრინციპები, ინტეპრეტაცია და გამოყენება HoReCa სექტორისთვის".

ტრენინგები ჩატარდება 2021 წლის მაის - ივნისის თვეებში HoReCa ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებით დაკომპლექტებული 10 ჯგუფისთვის.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია (მაქსიმუმ 15 ბიზნესიპერატორი ერთ ტრენინგის კურსზე).

ტრენინგზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა და გადმოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: t.lukashvili@bhg.ge

გადმოწერეთ თანდართული ფორმა:

შერჩევის შემთხვევაში, დაგიკავშირებით და გაცნობებთ ტრენინგის ზუსტ თარიღს და სხვა დეტალებს.

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია HoReCa სექტორის (რესტორნის, კაფე-ბარის, სასტუმროს სამზარეულოს, ან სხვა საზ. კვების ობიექტის) თანამშრომლებისთვის, რომლებიც ოპერირებენ შემდეგ რეგიონებში:

  • აჭარა

  • იმერეთი

  • კახეთი

  • სამეგრელო

  • სამცხე-ჯავახეთი.

შენიშვნა: თითო ორგანიზაციიდან დაიშვება მხოლოდ 1 მონაწილე. რეკომენდირებულია სამზარეულოში სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელი პირი.

კურსის შინაარსი:

  • HACCP სისტემის საფუძვლები;

  • წინასწარი პროგრამები (PRPs) და კანონმდებლობა;

  • საფრთხის ანალიზის მოსამზადებელი ეტაპები;

  • საზ. კვების ობიექტის საფრთხის ანალიზი;

  • საზ. კვების ობიექტის HACCP გეგმის შემუშავება;

  • ვალიდაცია და ვერიფიკაცია;

  • HACCP სისტემის შენარჩუნება;

  • კურსის მიმოხილვა.

კურსი ჩატარდება ვირტუალურ ფორმატში ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის მონაწილეებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ:

  • კომპიუტერი, უწყვეტი ელ.ენერგიით და ინტერნეტით;

  • ვიდეო კამერა;

  • დინამიკები/ ყურსასმენები;

  • მიკროფონი;

  • სამუშაო მაგიდა პრაქტიკული სავარჯიშოების შესასრულებლად.

ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილე მიიღებს:

  • ტრენინგის მასალას, სავარჯიშოების და სახელმძღვანელოს ჩათვლით

  • HACCP ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ტრენერები:

ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია ბრიტანული კომპანია Lloyd's Register-ის მიერ.

ტრენინგს კითხულობენ Lloyd's-ის ავტორიზებული ტრენერები:

  • ივანე დიდბერიძე - ISO/FSSC 22000, ISO 9001 და ISO 45001 წამყვანი აუდიტორი, რომელსაც გააჩნია ISO სტანდარტების დანერგვის და აუდიტების ჩატარების 17 წლიანი გამოცდილება;

  • გვანცა ქორაია - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი, ISO/FSSC 22000 და BRCGS წამყვანი აუდიტორი;

  • ქეთევან წულაია - საკვები პროდუქტების ბიოტექნოლოგიის მაგისტრი, ISO/FSSC 22000 და BRCGS წამყვანი აუდიტორი.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    138
    0