ISO Consulting Blog

fullDate

LRQA Training - "მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის"

2018 წლის 15-16 თებერვალს, ქ. თბილისში ISO Consulting-ის მიერ ჩატარდა ბრიტანული მაღალი კლასის ორგანიზაცია LRQA-ს ტრენინგი "მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის".

ტრენინგის შედეგად მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისო 9001 სტანდარტის განახლებულ სტრუქტურას და მოთხოვნებს, აგრეთვე დაეგეგმათ თავიანთ ორგანიზაციაში ISO 9001:2015 სტანდარტის მოტხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებები.

ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანზიაციის თანამშრომლები:

____________________________________________

მარია აკრიდიტი, კომპანია "EMCoS" - "ქეისებით ინტეგრირებული ტრენინგი ტოვებს მხოლოდ დადებით მხარეს. კარგად შედგა მაგალითების განხილვა და მონაწილეთა ჩართულობა. მასალები იყო თვალსაჩინო და ადვილად აღსაქმელი. ადგილი მართლაც რომ ტრენინგებისთვის საუკეთესოა, პარკინგი, სასიამოვნო გარემო და საუცხოო კერძები".

რუსუდან ანასაშვილი, Knauf Gips Tbilisi-ის ხარისხის მენეჯერი - "ტრენერს ჰქონდა მარტივი და საფუძვლიანი გადმოცემა. საუკეთესო ტრენინგი და საუკეთესო გარემო ტრენინგის ჩასატარებლად".

ვლადიმერ ჯიქია, კომპანია MKC-ის პროექტების მენეჯერი - "საინტერესოდ და ორგანიზებულად დალაგებული სტილით იყო გადმოცემული კურსი. აუცილებლად გაუწევ რეკომენდაციას ასეთ ტრენინგს. ოთახში ცოტა ცხელოდა :) ".

____________________________________________

ISO Consulting წარმატებას უსურვებს ტრენინგის მონაწილეებს.

    87
    0