ISO Consulting Blog

fullDate

ISO სტანდარტები საზღვაო და სანაპირო უსაფრთხოებისთვის

post.update-date

კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვაო სეზონის გახსნა მნიშვნელოვნად დაგვიანდა, თუმცა აგვისტოს დასაწყისში უკევე მიეცა მსოფლიოს შესაძლებლობა დაესვენა საზღვაო კურორტებზე უსაფრთხოდ, თუმცა ასეთ ადგილებში მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის საფრთხე როდია, არამედ ხშირია ზღვის შტორმები, უამინდობა, ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება წყალში ცურვისას და სხვა საფრთხეები. ცხადია, ამ გამოწვევების დამარცხება ჩვენი უსაფრთხო საზღვაო არდადეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს?

იმისთვის, რომ ჩვენი საზღვაო არდადეგები დადებითი ემოციებით აღსავსე აღმოცნდეს, აუცილებელია უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზღვის სანაპიროზე არსებული უსაფრთხოების ნიშნები იყოს ყველასთვის გასაგები, განურჩევლად მშობლიური ენისა თუ სხვა კულტურული განსხვავებებისა. სწორედ ამ უკანასკნელზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში მრავალი მსგავსი სტანდარტი შეუმუშავებია. ერთ-ერთია ISO 20712-3:2020 - საზღვაო და სანაპიროს უსაფრთხოების ნიშნები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ნიშნები, რა ფერის უნდა იყოს, როგორ უნდა გახდეს ყველასთვის გასაგები და ა.შ. აღნინშული სტანდარტი შემუშავებულია ISO 7010 სტანდარტის მიხედვით, რომელიც აზუსტებს უსაფრთხოების ნიშნების ვიზუალს და დიზაინს.

ISO 20712-3:2020 სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 145 - ის ერთ-ერთი ქვეკომიტეტის (SC2) მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში 12 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო ამჟამად 17 სხვა სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    40
    0