ISO Consulting Blog

fullDate

ISO 20338 - შენობაში ხანძართან ბრძოლის ახალი მეთოდი

post.update-date

ბოლო პერიოდში ხანძართან ბრძოლა მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. გავიხსენოთ ამაზონის ტყისა და რუსეთის ტაიგის მასშტაბური ხანძრები, რომლებმაც ბუნებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მით უმეტეს, რომ ეს ორი ტყის მასივი მსოფლიო ჟანგბადის დიდ ნაწილს გამოიმუშავებს. არანაკლებ სახიფათოა ხანძარი შენობაში, რადგან მას შესაძლოა მსხვერპლიც კი მოყვეს. სწორედ ამ უკანასკნელის პრევენციისთვის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) ახალი სტანდარტი შეიმუშავა - ISO 20338 ჟანგბადის დონის შემცირება ხანძრის პრევენციისთვის.

2017 წლის 24 ნოემბერს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში". მიუხედავად იმისა, რომ მაშველებმა ასეულობით ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, მასშტაბურ ხანძარს 12 ადამიანი შეეწირა, ხოლო 15-ზე მეტი დაშავდა.

სწორედ ასეთი შემთხვევების პრევენციას ითვალისწინებს ახალი სტანდარტი და ხანძართან ბრძოლის განსხვავებულ მეთოდს გვთავაზობს - შევამციროთ ჟანგბადის დონე შენობაში ისე, რომ მასშტაბური ხანძრის გაჩენის ალბათობა გამოირიცხოს და ამავე დროს, ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ სუნთქვა და არ შეექმნათ დისკომფორტი. აღსანიშნავია ის ფატიც, რომ აქამდე შენობაში ხანძართან ბრძოლის მეთოდები ხანძრის მაქსიმალურად სწრაფად ლიკვიდაციისკენ იყო მიმართული, ხოლო ახალი მეთოდი სტიქიის პრევენციას ახდენს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    50
    0