ISO Consulting Blog

fullDate

ციფრული ტრანსფორმაცია - გზა უკეთესი მომავლისკენ

post.update-date

2030 წლისთვის ციფრული ტრანსფორმაციის შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ორგანიზაციების ეფექტურობის დონე დაახლოებით 40%-ით გაიზრდება, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 14 ტრილიონი დოლარით გაზრდას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად აისახება თითოული ადამიანის ცხოვრების დონესა და შემოსავლებზე. შესაბამისად, მრავალი ეკონომისტის დასკვნით, საქმე გვაქვს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობასთან, რომელიც ძალიან დიდ ბენეფიტებს მოგვიტანს. ხატოვნად რომ ვთქვათ, კაცობრიობას ხელში აქვს გასაღები, რომლის დახმარებითაც შეუძლია გახსნას კარი, რომლის მიღმაც უამრავი ახალი შესაძლებლობა იმალება. თუმცა, სანამ ამ შესაძლებლობის განხილვას დავიწყებდეთ, საინტერესოა რა არის ციფრული ტრანსფორმაცია და როლი შეაქვს ამ ყველაფერში საერთაშორისო სტანდარტებს.

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ციფრულ ეპოქაში შეაბიჯა და უკან მოიტოვა ინდუსტრიული რევოლუციის ხანა. სწორედ აქედან დაიწყო ახალი თავი მსოფლიო ისტორიაში და მრავალი ფურცელი დაიწერა კიდეც. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშნელოვნად დაჩქარდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესიც, მრავალმა საქმიანობამ ციფრულ ფორმატში გადაინაცვლა, ხოლო სამყაროს ჩვენეული აღქმა რადიკალურად შეიცვალა. წარმოიდგინეთ როგორი იყო მსოფლიო ტექნოლოგიების გარეშე, როდესაც წერილის ერთი ადგილიდან მეორეში გაგზავნას რამდენიმე დღე სჭირდებოდა, ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ბიბლიოთეკაში შეიძლებოდა, მათემატიკური გამოთვლები ყოველგვარი დამხმარე ხელსაწყოს გარეშე ხდებოდა და ა.შ. ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი ეს ყველაფერი რადიკალურად შეცვალა, ადამიანთა შესაძლებლობები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ციფრული ტრანსფორმაცია კი ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მიმდინარეობს და კიდევ უფრო ჩქარდება. ჩვენს ცხოვრებაში კი წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტი და მეტი ჭკვიანი დანადგარი "იჭრება", რომლებიც კიდევ უფრო გვიმარტივებენ ყოველდღიურობას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბიზნეს სფეროში. ახლმა ტექნოლოგიებმა ბიზნესს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. მეტიც, ბაზარზე გაჩნდა ახალი საბაზრო სივრცეები და ჩამოყალიბდა თვისებრივად ახალი ბიზნეს სფეროები. კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც მათ ეხმარება დიდი მოცულობით ინფორმაციის ეფექტურად დამუშავებასა და ეფექტურ საქმიანობაში. ამ ყველაფერმა კი მნიშვნელოვნად გაზარდა მსოფლიო ეკონომიკის მოცულობა, რის გამოც კაცობრიობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, თუ 1970 წელს ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე დაახლოებით 1 900 დოლარს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 34 000 დოლარზე მეტია, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს ციფრული ტრანსფორმაციის სიჩქარე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე დაბალია, რადგან ტექნოლოგიები სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთგვარი კატალიზატორია. აღნიშნული შესაძლებლობა ყურადღებიდან არ გამოპარვია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაში შედის საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/IEC JTC 1/SC 42 კომიტეტი, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით. კომიტეტმა არსებიბის ისტორიაში უკვე შეიმუშავა აქვს 10 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად 22 ახალ სტანდარტზე მუშაობს. მათ შორის გამოსარჩევია ISO/IEC TR 24028:2020 სტანდარტი, რომელის დახმარებითაც, ყველა ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური ინტელქტის დახმარებით მუშაობს გახდება გაცილებით უფრო უსაფრთხო და დაცული, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი სანდოობა. სტანდარტის დახმარებით შესაძლებელია გაანალიზდეს ყველა ის ფაქტორი, რომლის გამოც შეიძლება დაზიანდეს ხელოვნური ინტელექტის სანდოობა და ამავე დროს, სტანდარტი შეიძლება გამოიყენოს ყველა ტიპის ორგანიზაციამ, მიუხედავად დარგისა თუ ზომისა. აღნიშნული სტანდარტი კომიტეტმა საერთაშორისო ელექტრონულ კომისიასთან (IEC) თანამშრომლობით შეიმუშავა.


ISO Consulting - Professionals for professionals

    97
    0