15-16 ნოემბერი, 2022
|335 ევროს ექვივალენტი ლარში
მომზადება ISO 9001 სტანდარტისთვის
ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის".
თარიღი და ფასი:
15-16 ნოემბერი, 2022
335 ევროს ექვივალენტი ლარში
About the event
რატომ ეს კურსი?
ISO 9001 შეიქმნა, როგორც მენეჯმენტის სისტემის საუკეთესო პრაქტიკის მოდელი. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებულნი ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 სტანდარტი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.
კურსი არის სახალისო და პრაქტიკული.
წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რაც დაგეხმარებათ სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკულ გამოყენებაში.
აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი", რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "LRQA"-ის მიერ.
წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას.
სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა.
წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის.
ტრენინგის პროგრამის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
ტრენინგს უძღვება LRQA-ის და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 18 წლიანი სამუშაო გამოცდილებით - ივანე დიდბერიძე.
ტრენინგის პაკეტი მომზადებულია LRQA (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.
ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე).
ტრენინგი ტარდება თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში". მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი #1
რეგისტრაცია
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 8 მონაწილე).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ნოემბერი, 2022 წელი.
ტრენინგის ღირებულება: 335 ევროს ექვივალენტი ლარში (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).
გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 8 ნოემბროსა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე.
მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და სერტიფიკატების გასაცემად).
ღირებულება მოიცავს:
- სწავლებას;
- 40 გვერდიან გზამკვლევს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით;
- სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;
- "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".
ტრენინგი ჩატარებდა 15-16 ნოემბერს, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე (ორივე დღეს)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Mob.: 592 - 24 36 39
ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.
Schedule
9 საათიმომზადება ISO 9001 სტანდარტისთვის - დღე I
Radisson blu iveria
9 საათიმომზადება ISO 9001 სტანდარტისთვის - დღე II
Radisson blu iveria