![]() ტრენინგებისურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები | ![]() ტრენინგებიბიზნესის გაუმჯობესება | ![]() ტრენინგებიშრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება | ![]() ტრენინგებიგარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა | ![]() ტრენინგებიხარისხის მენეჯმენტის სისტემები |
---|
გსურთ გყავდეთ კვალიფიციური პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის მიწოდებას?
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები ჩართულია საკანონმდებლო მოთხოვნებში და მნიშვნელოვანია ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისად, თქვენ გჭირდებათ მუდმივად განავითაროთ ცოდნა და გააუმჯობესოთ თქვენი საწარმოო გარემო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.
სასურსათო ჯაჭვში თქვენი ორგანიზაციის ჩართულობის დონის მიუხედავად, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თქვენი საქმიანობის შესაბამისობა ისო 22000 საერთაშორისო სტანდარტთან, ისევე როგორც HACCP პრინციპებთან.
სურსათის უვნებლობის ტრენინგები შემუშავებულია თქვენთვის, რათა მინიმუმამდე შეამციროთ სურსათის უვნებლობის საფრთხეები. ჩვენი ტრენინგების საშუალებით თქვენ შეძლებთ სურსათის უვნებლობის საფრთხეების იდენტიფიკაციას და მათი კონტროლის მეთოდების შემუშავებას, ისწავლით სურსათის უვნებლობის სისტემის ვერიფიკაციის და აუდიტის ჩატარების მეთოდებს, საფუძვლიანად გაეცნობით HACCP სისტემას, პრინციპებს და მათ გამოყენებას სურსათის უვნებლობის სხვადასხვა მენეჯმენტის სისტემაში, როგორებიცაა FSSC 22000, IFS, BRC და სხვა.
გარდა საჯარო ტრენინგებისა, ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ თქვენი წარმოებისა და მომსახურების ტექნოლოგიური სქემის შესაბამის ტრენინგის პროგრამებს, სადაც ქეისები და სავარჯიშოები განიხილება თქვენი წარმოების პროცესების მაგალითზე.
ჩვენი პროგრამები იწყება სურსათის უვნებლობის საბაზისო დონით (GMP/GHP) და სრულდება IRCA-ს მიერ ავტორიზებული წამყვანი აუდიტორის ტრენინგებით.
სურსათის უვნებლობის ყველა ტრენინგი შემუშავებულია დიდ ბრიტანეთში და ტარდება Lloyd's-ის გამოცდილი და iTOL-ის მიერ მომზადებული ტრენერების მიერ.
აგრეთვე იხილეთ Lloyd's-ის ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგები.