Lloyd's Register Workshop -

"HACCP Principles, Interpretation & Application"

HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებაში

23 თებერვალი, 2017. თბილისი, სასტუმრო Radisson Blu Iveria.

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd’s Register" გიწვევთ ვორკშოპზე "HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება".

სურსათის უვნებლობის მენეჯმენტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს შესულმა ცვლილებებმა და ევროკავშირთან ასოცირების საკითხების გააქტიურებამ, გააძლიერეს HACCP პრინციპების მნიშვნელობა.

 

სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ხორცის და ხორცპროდუქტების მწარმოებელი და მიმწოდებელი ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან HACCP პრინციპების დანერგვის დემონსტრირებაზე.

რატომ ეს კურსი?

წინამდებარე კურსი გაგაცნობთ HACCP-ის პრინციპებს, რომელიც მოცემულია Codex Alimentarius-ის მიერ და შეგასწავლით როგორ გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.

ტრენინგი განიხილავს ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების პროცესში HACCP პრინციპების გამოყენების თავისებურებებს.

კურსის მიმდინარეობისას თქვენ საშუალება გექნებათ განიხილოთ HACCP სისტემის 7 პრინციპი და 12 ნაბიჯი, რომლებიც უნდა გამოიყენოთ ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების პროცესში.

ცალკე განხილულია საკანონმდებლო მოთხოვნების და წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების როლი და მათი ურთიერთკავშირი HACCP პრინციპებთან. 

დასასრულს მოცემულია კავშირი ისო 9001, ისო 22000 და HACCP (Codex Alimentarius) სისტემებს შორის, რათა უფრო მკაფიოდ გაათვითცნობიეროთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ინტეგრირებული მიდგომის სარგებელი.

ტრენინგს უძღვება "Lloyd's Register" და "iTOL"-ის მიერ ავტორიზებული ტრენერი, მრავალწლიანი სამუშაო გამცდილებით.

სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "Lloyd's Register (UK)" ლონდონის აკადემიის მიერ.

მონაწილეები მიიღებენ "Lloyd's Register" მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს.

იხილეთ ტრენინგის პროგრამა.

მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნები

  • კურსზე დასასწრებად მოგეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანზიაციაში.

  • მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.

რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 თებერვალი, 2017 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 120€ (ექვივალენტი ლარებში), დღგ-ს ჩათვლით.

ღირებულება მოიცავს:

  • სწავლებას;

  • HACCP გზამკვლევს ქართულ ენაზე.

  • სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და HACCP პრაქტიკული სავარჯიშოების (კაზუსების და ფორმების) ჩათვლით, რომლებიც შედგენილია ხორცპროდუქტების წარმოებისთვის;

  • "Lloyd's Register"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".

  • სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Tel.: 210 45 77

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.

სურსათის უვნებლობის ტრენინგები ...