top of page

ISO 45001:2018 აუდიტორი/ წამყვანი აუდიტორი (IRCA)

შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება

1590 € (ექვივალენტი ლარში)

40 საათი

დარეგისტრირდით უახლოეს კურსზე >>>

თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ თქვენ...

  • გსურთ ჩაატაროთ OH&S მენეჯმენტის სისტემების აუდიტი ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;

  • თქვენ ხართ აუდიტორი ან OH&S სისტემის მენეჯერი და გსურთ გაზარდოთ თქვენი სანდოობა საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციით;

  • გსურთ დააკმაყოფილოთ IRCA-ს აუდიტორის სერტიფიკაციისთვის საჭირო ოფიციალური ტრენინგის მოთხოვნები და გახდეთ ISO 45001 სერტიფიცირებული აუდიტორი/ წამყვანი აუდიტორი.

თქვენ შეისწავლით ...

  • OH&S მენეჯმენტის სისტემის დანიშნულებასა და უპირატესობებს;

  • აუცილებელ განმარტებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნების ინტერპრეტირებასა და აუდიტში;

  • გააანალიზოთ ISO 45001 სტანდარტის გამოყენება და მოიაზროთ მტკიცებულებების მაგალითები, რომელიც გიჩვენებთ ამ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

  • საფრთხის იდენტიფიცირების, რისკის შეფასებისა და რისკის კონტროლის მნიშვნელოვნებას;

  • როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს რისკების მენეჯმენტის მიმართ განახორციელონ პრევენციული მიდგომა ISO 45001 სტანდარტის შედეგიანი დანერგვით;

  • აუდიტორისა და წამყვანი აუდიტორის როლებსა და პასუხისმგებლობებს;

  • უმაღლეს ხელმძღვანელობასთან გასაუბრების დაგეგმვასა და ჩატარებას, და ორგანიზაციის OH&S პოლიტიკისა და მიზნების შეფასებას;

  • ობიექტის აუდიტის გეგმის მომზადებას, რომელიც აყალიბებს შედეგიან აუდიტორულ კვლევას პროცესებისა და სამუშაო ადგილების მიხედვით და აუდიტის ჯგუფის წევრებს შორის;

  • როგორ ჩაატაროთ პროცესებისა და სამუშაო ადგილების აუდიტი და შეაფასოთ OH&S მენეჯმენტის სისტემის შედეგიანი დანერგვა;

  • როგორ მოემზადოთ თქვენი აუდიტისთვის შედეგიანი ჩეკლისტების შედგენით;

  • დაკვირვების, გასაუბრებისა და განხილვის გზით როგორ შეაგროვოთ ობიექტური მტკიცებულებები;

  • როგორ შეაფასოთ მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები და მოახდინოთ შესაბამისობის და შეუსაბამობის სათანადო იდენტიფიკაცია;

  • ისო 45001 სტანდარტთან მიმართებით ზუსტად გადმოსცეთ აუდიტის დასკვნები, დაწეროთ და მოახდინოთ შეუსაბამობების ანგარიშის გრადაცია და შეაფასოთ შეთავაზებები მაკორექტირებელი ღონისძიებებისთვის;

  • როგორ წარადგინოთ თქვენი მთლიანი შეფასება უმაღლეს ხელმძღვანელობასთან;

  • სერტიფიკაციის მოთხოვნებს, რათა გახდეთ IRCA-ს რეგისტრირებული აუდიტორი/ წამყვანი აუდიტორი.

თქვენ დაგჭირდებათ ...

  • შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის შემდეგი კონცეფციისა და პრინციპების ცოდნა:

    • PDCA ციკლი​

    • მაღალი დონის სტრუქტურა, რომელზეც დაფუძნებულია ISO 45001 სტანდარტი;

    • შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის დანიშნულება და სარგებლი;

    • შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მართვის საბაზისო ცოდნა, საფრთხის იდენტიფიკაციის, რისკის შეფასების და რისკის კონტროლის მეშვეობით და საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნების შესრულებით;

    • შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და მოთხოვნების საბაზისო დონეზე ცოდნა;

    • ISO 45001 სტანდარტში მოცემული განმარტებების და ხშირად გამოყენებადი OH&S ტერმინების ცოდნა.

  • ISO 45001:2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა.

  • საუკეთესო შემთხვევაში, გავლილი გქონდეთ Lloyd's-ის სატრენინგო კურსი "ISO 45001:2018 გათვითცნობიერებაან მისი ექვივალენტი.

თქვენი ტრენინგების კურსის შემდგომი განვითარება ...

 
სამუშაო ენა
ინგლისური (English)
რეგისტრაცია
 
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამას.

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page