top of page

ახალი საერთაშორისო სტანდარტები და ინტერნეტი

მსოფლიო არასდროს ყოფილა ისეთი პატარა და კომპაქტური, როგორიც ახლაა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი გაგებით მსოფლიო "დაპატარავდა", არამედ განვითარდა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინეს კაცობრიობაზე. დღეს უკვე წამებში შეგვიძლია გადავაგზავნოთ ინფორმაცია მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში, კონტინენტებს შორის ვიმოგზაუროთ 24 საათზე ნაკლებ დროში, უმოკლედ დროში დავუკავშირდეთ შორ მანძილზე მყოფ ადამიანებს და ასე შემდეგ. სულ რაღაც 100 წლის წინ მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო, მეტიც - ხანდახან რამდენიმე დღე იყო საჭირო ინფორმაციის გასაგზავნად ერთი კონტინენტიდან მეორეზე, ასევე დიდი გამოწვევა იყო მოგზაურობაც. თუმცა ახლა უკვე დრო დაჩქარდა და ამ ყველაფერში ინტერნეტს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

მსოფლიო დღითიდღე უფრო ვითარდება და ამ ყველაფრისთვის კიდევ უფრო მეტი სიჩქარე სჭირდება, ამიტომაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ინტერნეტის კიდევ უფრო სრულყოფასა და განვითარებაზე. სწორედ ამის შედეგია ახალი 5G ქსელი, რომელიც წინამორბედზე გაცილებით უფრო სწრაფი და ძლიერია. მისი დახმარებით მსოფლიოს შეუძლია განვითარების ახალ საფეხურზე ავიდეს - შეიქმნას ჭკვიანი ქალაქები, ერთმანეთს დაუკავშირდეს ყველანაირი ელექტრონული დანადგარი, შესაძლებელი იყოს სახლში ყველაფრის კონტროლი სმარტფონის დახმარებით, კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ინფორმაციის გაცვლა და მსოფლიო გახდეს კიდევ უფრო მეტად დაკავშირებული, მოქნილი და ეფექტური, რომელიც იქნება საფუძველი კიდევ უფრო სწრაფი პროგრესისა.

სწორედ ამ გამოწვევებზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც უკვე შეიმუშავა მრავალი საერთაშორისო სტანდარტი თუ ტექნიკური სპეციკაცია, რომელთა შორისაა: ISO/IEC 21823-2, ISO/IEC TR 30164 და ISO/IEC TR 30166. მათი მიზანია კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ინტერნეტ ქსელი, ყველანაირი ელექტრონული დანადგარი დავუკავშიროთ ერთმანეთს და ამით ჩვენი ცხოვრების სტანდარტი კიდევ უფრო გავზარდოთ.

აღნიშნული სახელმძღვანელო შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული კომიტეტის მიერ.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


48 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page