top of page

ISO 37120:2018 სტანდარტის დახმარებით შეიძლება გავზომოთ, რამდენად "ჭკვიან" ქალაქში ვცხოვრობ

1950 წელს მსოფლიოში ქალაქის მოსახლეობა 751 მილიონ ადამიანს შეადგენდა, 2018 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი თითქმის გაექვსმაგდა და 4.2 მილიარდი ადამიანი შეადგინა. ადამიანები სხვადასხვა მიზეზებით მიდიან სოფლიდან ქალაქში და ამ ყველაფერმა მასშტაბური ხასიათი მიიღო.


მაგრამ, არიან კი ქალაქები მზად ასეთი დიდი მიგრაციული ნაკადებისთვის? რამდენად იმოქმედებს ყოველივე ეს ქალაქში ცხოვრების ხარისხზე? რამდენად მზად იქნება ქალაქი სხვა გამოწვევებისთვის?

 

ნებისმიერი ქალაქის მმართველი ორგანოს მიზანია, რაც შეიძლება უკეთ მოარგოს ქალაქის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებებს. "ჭკვიანი" ქალაქის კონცეფციაც სწორედ ამაში მდგომარეობს - გავხადოთ ქალაქი რაც შეიძლება მოსახერხებელი საცხოვრებლად. მაგალითად: ქალაქის ინფრასტრუქტურა მოერგოს შშმ პირებს, მოხდეს რესურსების შედეგიანად გამოყენება, თავიდან ავირიდოთ საცობები და ჰაერის დაბინძურება, არსებობდეს ქალაქში მწვანე ზონები, დაინერგოს "ჭკვიანი" კამერებისა თუ შუქნიშნების სისტემა და ა.შ.




ISO 37120:2018 - ინდიკატორები ჭკვიანი ქალაქებისთვის


ISO 37120 საშუალებს გვაძლევს გავზომოთ, რამდენად მიეკუთვნება ქალაქი "ჭკვიანი" ქალაქების კატეგორიას, რამდენად მორგებულია ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს და რას სჭირდება გამოსწორება. ფაქტრიურად, ISO 37120 საშუალებით ჩვენ ვზომავთ, თუ რამდენად კომფორტულ ქალაქში ვცხოვრობთ.


დღეს-დღეისობით მსოფლიო მასშტაბით უამრავი ჭკვიანი ქალაქია, მათ შორის: ტოკიო, ლონდონი, რეიკიავიკი და სხვა. თუმცა ნიუ - იორკი პირველობას არავის უთმობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რესურსები საკმაოდ შედეგიანად და ეფექტურად იხარჯება. მაგალითად, ნიუ - იორკის მაცხოვრებლები ყოველ დღიურად 1 მილიარდ გალონ წყალს მოიხმარენ, რაც გაცილებით დაბალია ვიდრე სხვა, იგივე ზომის ქალაქებში წყლის მოხმარების მაჩვენებელი. ეს კი "ჭკვიანი" ქალაქის კონცეფციის დამსახურებაა.


ISO 37120 ადგენს ინდიკატორებს და ტესტირების მეთოდებს, რომლებიც დაეხმარება ქალაქებს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, გაზომონ, ცხოვრების ხარისხის დონე და ქალაქის სერვისების მენეჯმენტის შედეგიანობა; ხელი შეუწყოს განვითარების პოლიტიკის შემუშავებას და პრიორიტეტების დასახვას.





 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page