ახალი სტანდარტი ხელს შეუწყობს რადიაციული გამოსხივების კლიმატზე ზემოქმედების სიდიდის განსაზღვრას

დედამიწაზე მცხოვრები 8.7 მილიონი სახეობებიდან მხოლოდ ერთი - ადამიანები ახდენენ ყველაზე დიდ და ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზემოქმედებას გარემოზე. იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე და მოვუფრთხილდეთ მას, პირველ რიგში საჭიროა ჯერ ამ ზემოქმედების სიდიდე განვსაზღვროთ და სწორედ ამის შემდგომ შევადგინოთ სამოქმედო გეგმა.

2019 წელს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგნაზაციამ გამოაქცეყნა ახალი სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელიც ხელს შეუწყობს ემისიების ფართო ჯგუფის კლიმატზე ზემოქმედების სიდიდის განსაზღვრას. ეს სტანდარტი ხელს შეუწყობს იმ ნივთიერებების კლიმატზე ზემოქმედების სიდიდის განსაზღვრას, რომლებიც ამ მომენტამდე არ იყო ადვილი გამოსათვლელი.

დღესდღეობით, კლიმატის აღრიცხვის სისტემები ძირითადად ფოკუსირებულია გამონაბოლქვი სათბური აირების გაზომვებზე, როგორებიცაა მაგალითად ნახშირორჟანგი ან მეთანი. ISO-ს გააჩნია უამრავი სტანდარტი აღნიშნულის მხარდასაჭერად (ISO 14064 სერიის სტანდარტები). ამასთან, არსებობს სხვა ნივთიერებებიც, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კლიმატზე, რომელთა გაზომვის სისტემებსაც არსებული სტანდარტები არ მოიცავენ.

რადიაციული გამოსხივება

შემუშავების პროცესში მყოფი ახალი სტანდარტი ემყარება კონცეფციას, რომელსაც ეწოდება „რადიაციული გამოსხივება“, რაც წარმოადგენს დედამიწის მიერ შთანთქმულ მზის ენერგიასა და კოსმოსში უკან დაბრუნებული ენერგიას შორის სხვაობას. როდესაც შემომავალი ენერგია აღემატება გამავალ ენერგიას, დედამიწის ატმოსფერო თბება და გლობალური ტემპერატურა იმატებს.

ძალიან ბევრმა რამ შეიძლება იქონიოს გავლენა რადიაციულ გამოსხივებაზე, მათ შორის სათბურმა აირებმა, წყლის ორთქლმა და ნაწილაკებმა. ახალი სტანდარტი აქცენტს სწორედ აღნიშნულის გაზომვის განსხვავებულ გზებზე აკეთებს.

”მომავალი სახელმძღვანელო სტანდარტი ISO 14082 გააფართოვებს ISO-ს სათბური აირების ემისიის სტანდარტების გამოყენების სფეროს, კლიმატზე ზემოქმედი ელემენტების (ნივთიერებების, რომელთაც გააჩნიათ რადიაციულ გამოსხივებაზე ზემოქმედება) ნაკავალევზე დაკვირვებით, რომელიც სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული არსებული სტანდარტებით,” - განმარტავს ბრიტინ ლ. ბენინგი, სტანდარტის შემუშავების ჯგუფის კომიტეტის მენეჯერი.

”ISO 14064-ში განსაზღვრების მიხედვით, ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა შავი ნახშირბადი და სხვა ნაწილაკები, არ განიხილება სათბურ აირად. შესაბამისად, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვჭირდებოდა ახალი სტანდარტი, რომლის საშუალებითაც გავზომავდით და გამოვთვლიდით კლიმატზე ზემოქმედ იმ უნიკალურ ელემენტებს, რომლებიც აირებს არ წარმოადგენენ ”- დასძენს ის.

ხარისხობრივი გამოთვლა და ანგარიში

დასრულებული ფორმით, აღნიშნული დოკუმენტი შემოგვთავაზებს კლიმატზე რადიაციული გამოსხივებით გამოწვეული ნაკვალევის ხარისხობრივი გამოთვლისა და ანგარიშისთვის პრინციპებსა და მითითებებს, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება კლიმატთან დაკავშირებული ისეთი პროექტებისა და ღონისძიებების იდენტიფიცირებაში, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ რადიაციული გამოსხივების ეფექტურ მენეჯმენტში და გაზარდიან კლიმატზე რადიაციული გამოსხივების ნაკვალევის შესუსტებას; ხარისხობრივი გამოთვლისა და ანგარიშის სანდოობას, თანმიმდევრობასა და გამჭვირვალობას.

ხსენებული სტანდარტის სამუშაო ვერსია არის გაზომვისა და ხარისხობრივი გამოთვლის სახელმძღვანელო დოკუმენტი. იგი არ შეიცავს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციებმა შეასუსტონ რადიაციული გამოსხივება ან მისი ზემოქმედება კლიმატის ცვლილებებზე, არამედ, ყურადღებას ამახვილებს ნივთიერების სავარაუდო რადიაციული ზემოქმედების გამოთვლასა და გაზომვაზე.

ტექნიკურმა კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთი გეოინჟინერული მეთოდები, როგორიცაა მზისა და დედამიწის გამოსხივების მენეჯმენტი, დოკუმენტის გამოყენების სფეროს გარეთაა.

გარდა სამომხმარებლო ასოციაციების, აკადემიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებისა, ISO სტანდარტები ასევე მუშავდება შესაბამისი ინდუსტრიის ექსპერტების მიერ. ხსენებული ექსპერტების კანდიდატურებს წარადგენენ ISO-ს წევრები _ 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებული ეროვნული სტანდარტების ორგანოები. ISO მნიშვნელოვან ძალისხმევას იღებს, როგორც სტანდარტების შემუშავებაში განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობის გაზრდაში, ასევე მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებაში. ხსენებული ახალი სტანდარტის სამუშაო ვერსიის უკან მდგომი ჯგუფი ასევე მუშაობს რელევანტურ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მის კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ „კლიმატის მეცნიერებსათან“ შესაბამისობაში მოსაყვანად.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.