top of page

ახალი ტექნიკური სპეციფიკაცია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ

XXI საუკუნეში კლიმატის ცვლილებები მნიშვნელოვნად დაჩქარდა - სწრაფი ტემპით მიმდინარეობს პოლუსებზე ყინულის დნობის პროცესი, დნება მყინვარებიც, დედამიწის საშუალო ტემპერატურა იმატებს, სწრაფი ტემპით იჩეხება ტროპიკული ტყეები, იმატებს საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში, იმატებს მსოფლიო ოკეანეში წყლის დონე, რომელიც უამრავ ქვეყანასა თუ ქალაქს დიდ საფრთხეს უქმნის. მაგალითად, თუ ყინულის დნობის პროცესი ამავე პროცესით გაგრძელდა, შესაძლოა სულ მალე მალდივის კუნძულები მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდეს და უამრავი ადამიანი ლტოლვილად იქცეს. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია კლიმატური ცვლილებების ტემპის შენელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა მომავალში გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რომელთა დაძლევაც საკმაოდ რთული იქნება. არსებობს გამოსავალი შემქნილი სიტუაციიდან?

გამოსავალი ნამდვილად არსებობს და ამაზე უამრავი ჭკვიანი ადამიანი და საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც შეიმუშავა ISO/TS 14092:2020 - კლიმატის ცვლილებების ადაპტაცია - მოთხოვნები და მითითებები ადგილობრივი მთავრობებისა და გაერთიანებებისთვის კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის დაგეგმვისთვის. აღნიშნული ტექნიკური სპეციფიკაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ადგილობრივ მთავრობებს მსოფლიო მასშტაბით მათი ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან იყოს გაცილებით ეფექტური და კლიმატური ცვლილებების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდეს.

კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც (გაერო) რომლის ორგანიზებით 2015 წლის 12 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა საფრანგეთის დედაქალაქში და ესწრებოდა 195 ქვეყნის წარმომადგენელი გაფორმდა პარიზის შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, მსოფლიოში საშუალო ტემპერატურამ 2 ცელსიუსზე მეტად არ უნდა მოიმატოს და ამაში თითოულმა ქვეყანათ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. პარიზის შეთანხმების შემდეგ ჩამოყალიობდა სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა პრიორიტეტები.

ISO/TS 14092:2020 სტანდარტი შეიმუშავა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/TC 207/SC 7 კომიტეტმა, რომელაც უკვე შემუშავებული აქვს 7 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად კიდე 7 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page