top of page

ახალი ISO სახელმძღვანელო და კლიმატური ცვლილებები

XXI საუკუნეში კლიმატის ცვლილებები მნიშვნელოვნად დაჩქარდა - სწრაფი ტემპით მიმდინარეობს პოლუსებზე ყინულის დნობის პროცესი, დნება მყინვარებიც, სწრაფი ტემპით იჩეხება ტროპიკული ტყეები, იმატებს დედამიწის საშუალო ტემპერატურაც, რის გამოც იმატებს მსოფლიო ოკეანეში წყლის დონე, რომელიც უამრავ ქვეყანასა თუ ქალაქს დიდ საფრთხეს უქმნის. მაგალითად, თუ ყინულის დნობის პროცესი ისეთივე ტემპით გაგრძელდა, როგორიც ახლაა, შესაძლოა სულ მალე მალდივის კუნძულები მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდეს და უამრავი ადამიანი ლტოლვილად იქცეს. საფრთხე მხოლოდ მალდივის კუნძლებს არ ემუქრება, არამედ მრავალ ქალაქს, რომლებიც ოკეანის ან ზღვის სანაპიროებთან მდებარეობენ. ამჟამად მსოფლიოში საშუალო ტემეპრატურა 1.5 ცელსიუსითაა გაზრდილი და ეს მაჩვენებელი თუ 2 გრადუსს მიაღწევს, ბუნებრივი კატასტოფების რიცხვიც მნიშნელოვნად გაიზრდება. საინტერესოა, როგორ უნდა დაძლიოს კაცობრიობამ აღნიშნული გამოწვევა?

2019 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ნიუ-ორკში გაეროს კლიმატის სამიტი გაიმართა, რომელსაც 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც დაესწრო. მან მსოფლიო ლიდერებს ემოციური სიტყვით მიმართა:

"მე აქ არ უნდა ვიყო. მე ახლა სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე ოკეანის სულ სხვა მხარეს. თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი არაფრისმთქმელი სიტყვებით და მაინც იღბლიანებს შორის ერთ-ერთი ვარ. ხალხი იტანჯება. ხალხი კვდება. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი გადაშენების საწყის ეტაპზე ვართ და ყველა თქვენგანს ერთადერთი, რაზე საუბარიც შეგიძლიათ ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?" - განაცხადა 16 წლის გოგონამ

თინეიჯერი ეკოაქტივისტის აღელვებას ნამდვილად ჰქონდა საბაბი, რადგან მსოფლიოში კლიმატური ცვლილებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და შეიძლება მალე დედამიწა სიცოცხლის ფორმებისადმი არასტუმართმოყვარე პლანეტად იქცეს. ცნობილ ფიზიკოსის, მიჩიუ კაკუს აზრით, მომავალი 100 წელი განსაზღვრავს იმას, შეძლებს თუ არა კაცობრიობა განვითარებას თუ განადგურდება.

სწორედ ამ გამოწვევებზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში მრავალი სტანდარტი შეუმუშავებია ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად. მიმდინარე წელს კი ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO GUIDE 84:2020 სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება კაცობრიობას ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში. ამ სახელმძღვანელოს დახმარებით შესაძლებელი იქნება ორგანიზაციამ შეიმუშავოს ისეთი სტანდარტები, რომელიც ზუსტად და ამომწურავად უპასუხებს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ამჟამად დგას მსოფლიოს წინაშე.

აღნიშნული სახელმძღვანელო შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comentários


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება