ახალი ISO სახელმძღვანელო და უსაფრთხოების ნიშნები

წარმოიდგინეთ ისეთი სამყარო, სადაც არ არსებობს უსაფრთხოების ნიშნები. ასეთ სამყაროში ძალიან რთული იქნებოდა თავიდან აგვერიდებინა მოახლოებული საფრთხეები, წინასწარ გვქონოდა ინფორმაცია და შესაბამისად რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით. უსაფრთხოების ნიშნები ძალზედ მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებისთვის, წარმოების სფეროში და ა.შ. მათ გარეშე ცხოვრება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა. ამავე დროს, აუცილებელია უსაფრთხოების ნიშნები ყველა ადამიანისთვის გასაგები იყოს, მიუხედავად მათი წარმოშობისა თუ სამეტყველო ენისა. საინტერესოა როგორ უნდა გაუმკლავდეს მსოფლიო აღნიშნულ გამოწვევას?

უსაფრთხოების ნიშნები საზღვაო კურორტებზე უსაფრთხოებისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ჩვენი საზღვაო არდადეგები დადებითი ემოციებით აღსავსე აღმოჩნდეს, აუცილებელია უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზღვის სანაპიროზე არსებული უსაფრთხოების ნიშნები იყოს ყველასთვის გასაგები, განურჩევლად მშობლიური ენისა თუ სხვა კულტურული განსხვავებებისა. სწორედ ამ უკანასკნელზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში მრავალი მსგავსი სტანდარტი შეუმუშავებია. ერთ-ერთია ISO 20712-3:2020 - საზღვაო და სანაპიროს უსაფრთხოების ნიშნები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ნიშნები, რა ფერის უნდა იყოს, როგორ უნდა გახდეს ყველასთვის გასაგები და ა.შ. აღნინშული სტანდარტი შემუშავებულია ISO 7010 სტანდარტის მიხედვით, რომელიც აზუსტებს უსაფრთხოების ნიშნების ვიზუალს და დიზაინს.



გარდა საზღვაო უსაფრთხოებისა, უსაფრთხოების ნიშნები კიდევ უამრავ სხვა სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა ახალი ISO/TS 20559 სახელმძღვანელო, რომელიც იძლევა მითითებებს უსაფრთხოების ნიშნების დიზაინის, ფერებისა თუ გამოსახულებების შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელოს დახმარებით შესაძლებელი გახდება გაცილებით უკეთესი და უფრო მარტივად აღსაქმელი უსაფრთხოების ნიშნების შემუშავება. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ISO/TS 20559 სახელმძღვანელო ზუსტ შესაბამისობაში მოდის მრავალ სხვა დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. მათ შორისაა ISO 45001 სტანდარტიც.


აღნიშნული სახელმძღვანელო შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 145/SC 2 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 14 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 14 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.