top of page

ახალი ISO სტანდარტები გაზრდილი კოვიდ სტატისტიკის საპასუხოდ

2021 წელი იმაზე მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე ველოდით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გავრცელდა ახალი ტიპის, უფრო აგრესიული შტამები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა მარტივი სულაც არაა. ვურისის გავრცელებას ხელს უწყობს ლონდონში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა და ტოკიოს მიმდინარე ოლიმპიადა. თუმცა მთავარი მიზეზი მსოფლიო მოსახლეობის მხრიდან კოვიდ რეგულაციების დარღვევაა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კორონავირუსი ძალებს იკრეფს, დიდი დარტყმისთვის ემზადება და ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ პანდემიას სახასუხო ზომები შევთავაზოთ, რისი საშუალებაც ახალმა სტანდარტებმა და ვაქცინაციამ უნდა მოგვცეს.

მსოფლიოს მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მალე 200 მილიონს გადაცდება, ხოლო ყოველდღიურად ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობა 500 ათასს აჭარბებს, თუმცა ამჯერად მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი იარაღი - ვაქცინა აქვს ხელთ, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია პანდემიას მნიშნელოვანი დარტყმა მივაყენოთ, რაც გამოხატული იქნება ვირუსის გავრცელების მკვეთრ კლებაში. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ვაქცინას შეუძლია პანდემიასთან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების ვექტორი კაცობრიობისკენ გადმოიხაროს და მოვახდინოთ მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც გაგვიძღვება კიდეც საბოლოო გამარჯვებისკენ. საბოლოოდ, თუ ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და მსოფლიო ქვეყნების აბსოლიტურ უმრავლესობაში ვაქცინაცია მასობრივი გახდება 2022 წელი გაცილებით მსუბუქი იქნება და მაქსიმალურად მივუახლოვდებით პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს, ხოლო 2023 და შემდეგი წლები ისეთივე ჩვეულებივი იქნება, როგორიც პანდემიამდელი პერიოდი. ამ დასკვნების გაკეთების საშუალებას ამჟამინდელი მდგომარეობა გვაძლევს.


კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც დაჩქარებული წესით უკვე შეიმუშავა მრავალი სტანდარტი, რომლებიც ეხმარება მსოფლიოს ვირუსის გავრცელების შეზღუდვაში, პანდემიიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში, მცირე ბიზნესებს პანდემიის დროს ფუნქციონირებაში და ა.შ. ორგანიზაციას პანდემიის პირობებშიც არ შეუწყვეტია საქმიანობა, მუშაობას განაგრძნობდნენ ონლაინ შეხვედრების მეშვეობით, ტექნიკურ კომიტეტების წევრებს შორის კომუნიკაცია ხდებოდა ინტერნეტის დახმარებით, შემუშავდა მრავალი საერთაშორისო სტანდარტი. ISO არც ამჟამად აპირებს გაჩერებას და ამჟამად მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სტანდარტებზე, როგორებიცაა: პანდემიის პირობებში დელივერი სერვისების უსაფრთხოდ შესრულება, სურსათის უვნებლობა განსაკუთრებული, კრიზისული ვითარების დროს, სამედიცინო ელექტრონული დანადგარების უსაფრთხოება და ა.შ.


აღნიშნულ სტანდარტებზე მუშაობს საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მრავალი ტექნიკური კომიტეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Tags:

40 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება