ახალი ISO სტანდარტი და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

თითქმის 1 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო კოვიდ რეჟიმში ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში გაჩნდა უამრავი საფრთხე თუ გამოწვევა, რომელსაც დღემდე ებრძვის კაცობრიობა. დანამდვილებით რთულია იმის თქმა, თუ როგორ გაჩნდა კორონავირუსი და როდის დაინფიცირდა პირველი ადამიანი, თუმცა ექსპერტების ვარაუდით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში უნდა მომხდარიყო ჩინეთის ქალაქ ვუჰანში. როგორიც არ უნდა იყოს წარსული, მთავარი აწმყო და ის გამოწვევებია, რომლის წინაშე კაცობრიობა ამჟამად დგას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების სიმცირე და მათი ხარისხია. არადა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ხშირ შემთხვევაში მძიმედ მიმდინარე კოვიდ 19-ის დროს უმნიშვნელოვანესია და მასზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე. ამიტომაც აუცილებელია არსებობდეს ისეთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ აპარატების მაღალ ხარისხსა და სანდოობას.


კორონავირუსის შესახებ მოკლე ინფორმაცია

ვირუსს სახელი ეწოდა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს ჰგავს. ვირუსი ვრცელდება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში და იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გრიპის სეზონებზე, მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად ვრცელდება კორონავირუსის სულ მცირე 4 ტიპი, რომლებიც იწვევენ მსუბუქ სიმპოტემს, როგორიცაა გაციება და ა.შ. ასე რომ, თითქმის ყველა ადამიანი შესაძლოა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმეც კი დაავადებულა კორონავირუსის სხვადასხვა ტიპით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ვირუსის სხვადასხვა ტიპი მრავალჯერ გავრცელებულა მსოფლიოში. მაგალითად 2003 წელს ჩინეთში, რომლის დროსაც 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ხოლო 700-ზე მეტი დაიღუპა 2012 წელს საუდის არაბეთშიც გავრცელდა კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, იგივე MERS-ი უწოდეს. რაც შეეხება ახალ ვირუსს, რომელიც წინამორბედებზე გაცილებით საშიშია SARS-CoV-2 უწოდეს, მისგან გამოწვეულ დაავადებას კი COVID-19.

* ვირუსს სახელი ეწოდა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს ჰგავს


უახლესი მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღიდან მსოფლიოშ უკვე კოვიდინფიცირებულთან რაოდენობამ 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო გამოჯამრთელდა 72 მილიონ ადამიანზე მეტი. ამჟამად კორონავირუსს 25 მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი ებრძვის. რაც შეეხება საქართველოს, ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 254 ათას ადამიანს გადააჭარბა, ხოლო ამჟამად 7 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსითაა ინფიცირებული. ამავე დროს, ინფიცირებულთა მცირე ნაწილში კოვიდ 19 მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ზოგი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმებს კი ამ დროს ვირუსთან მძიმე ბრძოლაში ჩართვა უწევთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. სწორედ აქ დგება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის აუცილებლობა და ამიტომაცაა საჭირო მათი მაღალი ხარისხი თუ სანდოობა. სწორედ ამ საკითხზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, ამჟამად შემუშავების პროცესშია ახალი საერთაშორისო სტანდარტი - ISO/DIS 80601-2-90, რომელიც ფილტველის ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მარგი ქმედების კოეფიციენტს მნიშვნელოვნად აამაღლებს და იხსნის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს.


ISO/TC 121/SC 3 კომიტეტის წევრი ბობ კოპოტიკის (Bob Kopotic) განცხადებით, რომელიც აღნიშნულ კომიტეტთან ერთად მუშაობს ახალ საერთაშორისო სტანდარტზე, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები არასდროს ყოფილა იმაზე საჭირო, ვიდრე ამჟამად:




ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, როდესაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები იმაზე უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ასევე, აუცილებელია სამედიცინო პერსონალის გადამზადება, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი სწორად. ISO– ს მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული სტანდარტები მწარმოებლებს ეხმარება ამ ტიპის აღჭურვილობის უფრო სწრაფად და ხარისხიანად დამზადებაში.





Bob Kapotic




გარდა აღნიშნული სტანდარტისა, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მთელი რიგი სტანდარტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა. აღნიშნული სტანდარებიდან შეგვიძლია გამოვყოთ:

ISO 374-5:2016 - დამცავი ხელთათმანები საშიში ქიმიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

ISO 10651-3:1997 - ფილტვების ვენტილატორები სამედიცინო გამოყენებისთვის - ნაწილი 3: საგანგებო და სატრანსპორტო ვენტილატორების განსაკუთრებული მოთხოვნები.

ISO 13688:2013 - დამცავი ტანსაცმელი - ზოგადი მოთხოვნები.

ISO 31000:2018 - რისკების მენეჯმენტი

ISO/TS 16976-8:2013 - რესპირატორული დამცავი საშუალებები - ნაწილი 8: ერგონომიული ფაქტორები.

ISO 22320:2018 - უსაფრთხოება და გამძლეობა - საგანგებო სიტუაციების მართვა - სახელმძღვანელო მითითებები ინციდენტების მართვისთვის.

ISO 22316:2017 - უსაფრთხოება და გამძლეობა - პრინციპები და ატრიბუტები.


ეს მხოლოდ ნაწილია ისეთი სტანდარტებისა, რომელიც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს შემუშავებული და მნიშვნელოვნად დაეხმარება მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის დამარცხების გზაზე.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსის პრევენციის საუკეთესო გზა სოციალური დისტანციის დაცვა და ხელის ხშირი დაბანაა.


ISO Consulting - Professionals for Professionals

Tags:

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.