ახალი ISO სტანდარტი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიისთვის

თანამედროვე მსოფლიოსთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათ გარეშე კაცობრიობა ვერ ავკრეფდა განვითარების ისეთ მარალ სიჩქარეებს, როგორიც ახლაა. ამავე დროს, ნავთობისა და გაზის ინდუსტრია ამუშავებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ეკონომიკას. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვებისას გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ასევე მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიების სწორი, გამართული და ეფექტური მუშაობა, რომელიც მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს მსოფლიოს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი სტანდარტი ბუნერივი აირისა და ნავთობის ინდუსტრიისთვის - ISO 29001:2020.

აღნიშნული სტანდარტის მიზანია ამ სპეციფიკური ინდუსტრიისთვის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინდუსტრიის ეფექტურობის მნიშვნელოვანი გაზრდა.

აღნიშნული სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო დარგის ექპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/TC 67 კომიტეტმა, რომელიც მუშაობს ბუნებრვი აირისა და ნავთობის ინდუსტრიის განხრით და უკვე შემუშავებული აქვს უამრავი სტანდარტი ამ დარგის სწორი განვითარებისთვის.

კომიტეტის ხელმძღვანელის, ბატონი ტედ ფლეჩტერის განცხადებით, აღნიშნული ახალი სტანდარტი შეიმუშავეს ISO 9001 სტანდარტის საფუძველზე, თუმცა მასში შეიტანეს მთელი რიგი კორექტივები და მოთხოვნები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ბუმებრივი აირისა დანავთობის ინდუსტრიის სპეციფიკას.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.