top of page

ბამბუკის ხეები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ?

ბამბუკმა კაცობრიობის განვითარებაში დიდი როლი შეიტანა. ჯერ კიდევ უძველეს დროში, თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე, ჰანის დინასტიის დროს, ბამბუკს მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ: ამზადებდნენ სხვადასხვა ტიპის ნაკეთობას, ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, იყენებდნენ ქაღალდის დასამზადებლად და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფერის მიუხედავად, ბამბუკს შეუძლია გაცილებით მეტი ნახშიროჯანგის შთანთქმა და ჟანგბადის გამოყოფა, ვიდრე მრავალ სხვა ჯიშის ხეს. ამავე დროს, ბამბუკს საოცარი სისწრაფით შეუძლია გაზრდა და განვითარება. ყოველივე აქედან გამომიდინარე, ბამბუკი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ.

კლიმატის ცვლილება კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რადგან ის ჩვენს ირგვლივ გარემოსა და ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის. გაერთიანებული ერების მონაცემებით, ყოველწლიურად ადამიანები უფრო და უფრო მეტ რესურსს მოიხმარენ, რაც გამოწვეულია არამარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ცხოვრების დონის ამაღლებით. რესურსების ჭარბი მოხმარება კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც კლიმატს, ასევე პლანეტასაც.

რაც შეეხება გლობალურ დათბობას, ეს პროცესი XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. წლიდან წლამდე ყინულის ლღობის გამო მსოფლიო ოკეანეში იზრდება წყლის დონე და დატბორვა ემუქრება მრავალ ქვეყანასა თუ ცნობილ ქალაქს. ე.წ. "სათბური გაზების" (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი) დიდი ოდენობით გაფრქვევა (ემისია) აჩქარებს ამ პროცესს და შედეგიც სახეზეა: 2019 წელი მსოფლიო ისტორიაში ანომალიურად ცხელი ზაფხულის სტატუსით შევიდა. საინტერესოა როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესები?

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა არც ისე მარტივი საკითხია, რადგან პრობლემა ძალიან კომპლექსურია და მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე წლებია მუშაობს ამ საკითხე და შემუშავებული აქვს უამრავი სტანდარტი, რომელთა მიზანიც ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაა. მათ შორის ერთ-ერთია ISO 21625 - ბამბუკის და ბამბუკის პროდუქტებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. აღნიშნული სტანდარტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბამბუკის ინდუსტრიის ზრდას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და ამავე დროს, ბამბუკის ტყეების ფართობის ზრდა მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება კლიმატის ცვლილებებისთვის.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page